ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კორონაი და არჩევნები ერთად მოგვადგა კარსო

5-10-2020, 12:33

ლანჩხუთში მთავარი არჩევნები და კორონა  ვირუსია.  ასეა მთელს საქართველოში. ლანჩხუთი კი ეკონომიკური თვალსაზრისით მეტად გაჭირვებული რაიონია, ამიტომაც არის მოსახლეობა ზღვარზე მეტად შეშფოთებული. ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა, რასაც უკვე ფასების მატება მოჰყვა, სრული უიმედობის სურათს ქმნის. არჩევნები და კორონა ერთად მოგვადგა კარს, კორონა კიდე არაფერი, მაგრამ ასარჩევი რომ არავინ გვყავს, ხმა ვის მივცეთ იმას ვტირითო, ამბობენ ლანჩხუთელები. არადა 31 ოქტომბრის არჩევნებმა, პარტიების სიუხვის მიხედვით ყველანაირი რეკორდი მოხსნა. გურიაში განსაკუთრებულად აქტიურ პარტიათა რიცხვს მიეკუთვნებიან: ,,ქართული ოცნება“, ,,ნაციონალური მოძრაობა“, ,,ევროპული საქართველო“, ,,ლელო“. რაც შეეხება ,,პატრიოტთა ალიანსს“ ამ პარტიის პლაკატებმა უკვე დაიკავა ადგილი ლანჩხუთის პარკში ახლად შეკირიანებულ წიწვოვან ხეებზე.
მართალია წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, ეს აფრაზა ახლა ყველა პარტიის წარმოამდგენელს პირზე აკერია, მაგრამ ისიც უნდა შევახსენოთ ყველას, რომ წიწილებს რომ ითვლიან შემოდგომაზე, ეს წიწილები  მათ ეკონომიკას აძლიერებს, ვინც ითვლის.  ვინ გააძლიერებს ერთი რიგითი გურულის ეკონომიკას, როცა ყველა ყველაფერს პირდება და არავინ არაფერს უსრულებს? 
ზოგს ჰგონია ბიძინა ივანიშვილი მოვა და ხმებს ჩუმად ჩაუდეს ჯიბეშიო. ასეთი დამოკიდებულება სახელისუფლებო პარტიასა და ხალხს შორის სახეზეა, კოორდინატორები საგულდაგულოდ არჩევნ აუდიტორიას, ვინ უნდა დაესწროს ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრას? 
ოპოზიციური პარტიების აქტიურობა გამოიხატება სახელისუფლებო პარტიის კრიტიკით, ხოლო ეს უკანასკნელი კი მუდმივად სისხლიან 9 წელს ახსენებს.
რაც  შეეხება ამომრჩევლის აქტივობას, ჩვენ გადავამოწმეთ ვინ ცხოვრობს ლანჩხუთში ჟორდანიას ქ.N130, 131, 132-ში, რისთვისაც მაშინვე დავიმსახურეთ ,,ქართული ოცნების“ შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენლის შენიშვნა, მისი თქმით სიას ,,ამოწმებენ“ ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორები და სხვას არა აქვს ამის უფლება, ვერაფრით ავუხსენით ამ პირს, რომ მას არ ჰქონდა ჩარევის უფლება, მერე მოგვიბოდიშა და გვითხრა, რომ ეგონა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ვმუშაობდით, თურმე არავის არაფერი არ უნდა ვკითხოთ. შეგნებულად არ ვასახელებთ ამ პირის სახელს და გვარს იმედია ამას წაიკითხავს, თუ, რა თქმა უნდა, მიხვდება ვის რისი უფლება აქვს. გადამოწმების შედეგად მიღებული შედეგებიდან ჩანს, რომ ამ კორპუსის მაცხოვრებელთა 60 პროცენტი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს, არის შემთხვევები, რომ ლანჩხუთშიც არ ცხოვრობენ და საერთოდ საქართველოში არ იმყოფებიან. სიები იმდენად  მოძველებულია, გაოცებულიც შეიძლება დარჩეს ადამიანი.
ერთი ძველი ამბავი მინდა გავიხსენო, ძმები მალაქიე და გაბრიელაი გურიიდან დედაქალაქში ჩავიდნენ და უკან ბრუნდებიან თურმე, ბილეთი არა აქვთ და კონდუქტორმა დააკავა გაბრიელაი და ეუბნება: ჩადი ახლავე დაბლა არ გაქვს ბილეთი, გაბრიელამ უპასუხა: იცი მალაქიასაც არა აქვს ბილეთიო და ჩააგდეთო. ეს ამბავი იმიტომ გავიხსენეთ, რომ თუ იყო სისხლიანი 9 წელი იმიტომ ჩააგდო ხალხმა მატარებლიდან ნაცმოძრაობა და იმის მერე რომ დადგა მშიერი 8 წელი მაგიტომ ვინ ჩავარდება მატარებლიდან დაბლა ესეც საკითხავია?
მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 97
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა