ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ დაატოვებინეს სკოლა აფხაზეთის ომის გმირის, დათო რამიშვილის მეუღლეს

23-09-2020, 14:43

ელიკო როყვა-რამიშვილი წყალწმინდის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებს 18 წელია ასწავლის, ეს ქალბატონი გახლავთ აფხაზეთის ომის გმირის დათო რამიშვილის მეუღლე.
იგი ახალ სასწავლო წელს ჩვეულებისამებრ ელოდებოდა, ამჯერად პირველკლასელები უნდა მიეღო, თუმცა აღმოჩნდა, რომ პედაგოგების გამოცდაზე რეგისტრაცია ვერ გაიარა, რათა ოქტომბერში ჩაებარებინა და სამსახურიდან გათავისუფლდა.  ამის შესახებ მას სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა,  სკოლაში აღელვებული მივიდა და ამის საფუძველიც ჰქონდა, რადგან გაიგო რომ მის ადგილას სხვა უკვე დაინიშნა,  გარდა ამისა სკოლის დირექტორმა, ქალბატომა ნანი ჯიქიამ უხეშად მიმართა და ,,ყურწაგდებული“ უწოდა, რაც პედაგოგისათვის დიდი სტრესის მიზეზი გახდა.
,,2002 წლიდან ვარ წყალწმინდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ახლა მოხდა ისე, რომ ვერ გავიარე რეგისტრაცია,  პედაგოგების გამოცდაზე გასასვლელად, იმიტომ რომ ვერ გავიგე, დირექციამ არ გამაფრთხილა, ამასთან ერთად მქონდა პრობლემები პასპორტთან დაკავშირებით. ამან  ყველაფერმა წაიღო გარკვეული დრო, საჯარო რეესტრში, ვიზიტის დაჯავშნა და ა.შ. არ გამაფრთხილა სკოლის ადმინისტრაციამ და როცა ვკითხე, რომ იყვნენ თუ არა ვალდებული, რომ გავეფრთხილებინე მითხრეს, რომ ეს მათ ვალდებულებაში ეს არ შედიოდა.  დირექტორი მეუბნება უხეში ტონით: დაქალი  არ გყავდა ვინმეე? შენმა რძალმა ვერ დაგირეკა?!  ყურიც კი არ გამოიბერტყეო,  ასეთი მომართვის გამო ვარ შეურაცყოფილი. გავხდი ძალიან ცუდად და შეურაცყოფილად ვგრძნობ თავს, როგორც მასწავლებელი,  ნამდვილად არ მეკადრებოდა და არ ვიყავი ამ სიტყვების ღირსი. ორი დღეა ძალიან ცუდად ვარ. ვფიქრობდი, თუ რამე დამემართა, არავინ იფიქროს, გამოცდის ჩაუბარებლობის გამო მოხდა ეს, მიზეზი ის არის, რომ ვერ გავიარე რეგისტრაცია რომ მოვმზადებულიყავი გამოცდისათვის. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახლავთ, ნანი ჯიქია. პენსიონერია და 8 წელია მუშაობს  მოვალეობის შემსრულებლად, რომელსაც თავად არა აქვს გამოცდა ჩაბარებული.შემდეგ ვუთხარი, რომ რატომ მომაყენეთ შეურაცყოფა და ყურწაგებული რატომ მიწოდეთ მეთქი და იუარა, მითხრა, რომ ეს არ უთქვამს. შემდეგ პედსაბჭოზე უღიარებია, რომ ყურწაგდებული ნამდვილად  მიწოდა.” _ გვითხრა ქალბატონმა ელიკომ.
           მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 391
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა