ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მოსახლეობის 49%-სთვის ეროვნული დონის საკითხებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმებაა — NDI

16-09-2020, 13:13

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 49 პროცენტისთვის, ეროვნული დონის საკითხებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმებაა. ამას მოსდევს სიღარიბე 39 პროცენტით და და ტერიტორიული მთლიანობა 28 პროცენტით.
კვლევის მონაწილეებს მაქსიმუმ სამი პასუხის არჩევა შეეძლოთ და უნდა დაესახელებინათ მათთვის და მათი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი.


ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები 2019 წლის შემდეგ არ შეცვლილა.


NDI-ის კვლევა 6-11 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტია.
ორგანიზაციის განცხადებით, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის ინფორმაციით, ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. მათივე თქმით, კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

განყოფილება: საზოგადოება / პოლიტიკა
გადასვლები: 36
FACEBOOK კომენტარები