ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

განათლების პროფკავშირის ინიციატივით ლანჩხუთელი პედაგოგები ბახმაროში

14-09-2020, 12:33

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალია(სპმთპ) ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლელა ქურიძე: პანდემიის დროს, რადგან ჩვენი პედაგოგები და პროპკავშირის წევრები დათრგუნულები იყვნენ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა მათთვის კომფორტული  არაჩვეულებრივი გარემო და წავსულიყავით ბახმაროში, ყველა პროფკავშირის თავმჯდომარე გაფრთხილებული იყო თავის წევრებს შეხმიანებოდა და ისინი ვინაც სურვილი გამოთქვეს, აქ ჩვენს გვერდით იმყოფებიან, როგორც პედაგოგები ისე ტექნიკური მუშაკები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, მათი შვილები და შვილიშვილები და ძალიან შინაარსიან და შთამბეჭდავ დღეებს ვატარებთ ამ ულამაზეს გარემოში. ჩვენს გვერთიდ არიან ბავშვები, იმდენად მომწონს ისინი, რომ ზამთარში ბაკურიანშიც წავიყვან. ბოლო დღეს მინდა ეს ბავშვები დავაჯილდოვო, იმის მიხედვით, ვის რისი გამოვლენის საშუალება ჰქონდა. ამ ბავშვებს შესაბამისად დავაჯილდოებთ სიგელებით. განათლების პროფკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პედაგოგები გადაამზადოს, როგორც გამოცდებისთვის, ისე სწავლა-განათლების მიღების მიზნით. გვინდა ბევრი და კარგი დასამახსოვრებელი შემოქმედებითი დღეები ვაჩუქოთ მათ და ვზრუნავთ იმისთვის, რომ ხალისიანი გავუხადოთ ცხოვრება.
თამარ ჟორდანია, ბაღის გამგე: ბახმაროში ჩემთვის გაცნობისა  და ურთიერთობის დღეებია, ბავშვებს დავპირდი, რომ მათ სახეებს დავხატავდი და მაქვს ეს გამზადებული. მთავარია როგორ ამოიცნობენ საკუთარ თავს და როგორ მოეწონებათ.
ქეთევან გოგუაძე, პედაგოგი: ჩვენ ვიმედოვნებთ ასეთი დღეები, რომელიც მოგვიწყო ქალბატონმა ლელა ქურიძემ, ტრადიციად იქცევა და ალბათ მოგვბაძავს კიდეც სხვა რაიონების პროფკავშირები უკვე გავიგე, რომ ძალიან მოეწონათ ჩვენი იდეა და უკვე აიტაცეს კიდეც. მინდა ვთქვა,რომ ძალიან შინაარსიან დღეებს ვატარებთ, ბავშვებისათვის დაგეგმილი გვაქვს აქტივობები კოცონთან ერთად, რაც უფრო მეტ ელფერს სძენს ამ აქტივობებს. ვფიქრობ, რომ ბავშვებიც კმაყოფილები არიან მსგავსი საღამოებით.
მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 60
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა