ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სამედიცინო დაწესებულების სინდისი

11-09-2020, 13:26

ერთი ბრძენკაცისა არ იყოს „კეთილ ადამიანებს შორის ყველაფერი სიკეთეა“, სიკეთე ხომ ძალას გვმატებს და აგვამაღლებს და თუ მას ისე გავცემთ, როგორც გულის სითბოს, ის კიდევ უფრო გამორჩეულს გვხდის. სიკეთის კეთება ყველას ხვედრია. არიან ადამიანები, რომლებიც განგებისგან მომადლებული სიკეთისა და ენერგიის წყალობით საზოგადოებისათვის მეტად სასარგებლო საქმეს აკეთებენ, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ადამიანების პირად ჯანმრთელობას, მათ შორისაა შპს „მედალფას“ ლანჩხუთის კლინიკის მედდა, ქალბატონი ლარისა ცინცაძე. იგი მოკრძალებით, თავდაუზოგავად, ერთგულებით ემსახურება თავის საყვარელ საქმეს.
1974 წელს სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, ლანჩხუთის მთავარ საავადმყოფოში სხვადასხვა განყოფილებაში წლების განმავლობაში მუშაობდა მედდად, სადაც უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა, რაშიც დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ამ საავადმყოფოს ექიმთა შესანიშნავი პლეადა ამშვენებდა, რომლებმაც, შეიძლება ითქვას ეპოქა შექმნეს ამ დარგში, რომელთანაც, საბედნიეროდ, კარგი ურთიერთობა და მეგობრობა მაკავშირებდა.  ამ სახელოვან კოლექტივს ასევე კარგი თავკაცი, ვანო იმნაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც მხარს უმშვენებდნენ ბრწყინვალე, მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ექიმები: ვასო რუხაძე, კოკი კვირკველია, თეიმურაზ კვირკველია, ბუტა გუგუციძე, გივი ჭანტურია, ნანული აბულაძე, იოსებ ჩიჩუა, კოტე და ნატაშა ხოფერიები, მზია ფირცხალაიშვილი, მანონი ჯიჯიეშვილი და სხვა. და რა გასაკვირია, რომ ამ სათაყვანებელ პიროვნებებთან განვლილი გზაც მისი ღირსების, ცოდნის და გამოცდილების საზომი და მატარებელია, ამიტომაცაა, რომ მის ცხოვრებას ალამაზებს და ამსუბუქებს მისი ნათელი და კეთილშობილური მოღვაწეობა და რა სასიამოვნოა, როცა აკეთებ და ემსახურები ისეთ ჭეშმარიტ საქმეს, როცა ნაოპერაციებ პაციენტს უვლი, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს და მას უმაღლეს სიმდიდრეს, ჯანმრთელობას უნარჩუნებ.მისი დიდბუნებოვნება, მისი ხასიათიდან გამომდინარეობს და მისი განსჯის უნარი მასზეა დამოკიდებული თუ ვის როგორ და რანაირად მოეპყროს. მისი სიტყვა, საქმე და საქციელი პაციენტის მიმართ კეთილსინდისიერია, როგორც მისი ყოველდღიური ცხოვრების წესი. მისი ბედნიერებაც, მისი საყვარელი საქმის კეთებაშია, რომ უანგაროდ ემსახუროს პაციენტებს, რაც მას ამაღლებულს ხდის საზოგადოებაში. გამოცდილებამ და მისმა სრულყოფილებამ განაპირობა მისი პოპულარობა და სწორედაც მისი მოღვაწეობა ღირსია პატივისცემის. ბუნებით და გულით თანდაყოლილი სიკეთე არის მისი ცხოვრების საწინდარი და მიზანი. ის, შეიძლება ითქვას, სინდისია იმ სამედიცინო დაწესებულების, რომელსაც ემსახურება.წარმოშობითაც ხომ ბუნებით კეთილშობილი, პატიოსანი ოჯახის შვილია, ისევე როგორც მისი სათაყვანებელი ოჯახი, მეუღლე ბადრი ზენაიშვილი, ორი შვილი და შვილიშვილი.
ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია მისი გულისხმიერი დამოკიდებულება. ჩვენ ხომ, რომ იტყვიან, ერთი გორისა და გვარის წარმომადგენლები ვართ, რაც საამაყოა ჩვენთვის. 
ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას!
პატივისცემით ჯონი ცინცაძე
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 180
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა