ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ნდობის კაცი, რომელსაც არასოდეს უღალატია თავისი მრწამსისა და იდეებისათვის

31-08-2020, 12:37

   ყოველთვის პატივს ვცემდი და ვეთაყვანებოდი ისეთ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ  გარკვეული წვლილი მიუძღვის და საამისოდ სათანადო უნარი და ნიჭი გააჩნია. სწორედაც ასეთ პიროვნებად წარმომიდგენია თემურ სარჯველაძე.
1979 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო-ელექტრონიკისა და ელექტრომექანიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სპეციალობის მიხედვით მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში, ხოლო 1985 წლიდან სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ხე-ტყის დამამუშავებელი სამინისტროს ქალაქ თბილისის სპეციალური სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ ,,საქავეჯმშენში”. ამჟამად დაკავებულია ფერმერულ მეურნეობაში საქმიანობით, მისი ინიციატივით ლანჩხუთში ჩამოყალიბდა ,,მესაქონლე ფერმერთა და მესიმინდეთა კავშირი”, სადაც კი იმუშავა და იღვაწა არასოდეს ჰქონია არც ერთი ანგარებითა და შეცდომით გადადგმული ნაბიჯი. სამაგალითოა მისი ინტელექტი, გულწრფელობა, უბრალოება, უხვად აქვს მომადლებული გამჭრიახობის, განსჯის და, რაც მთავარია, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულების უნარი, რაც მეტად მომხიბვლლი და საამაყოა. განგებამ ნათელი გონება და ლიდერის ღირსებები დაანათლა. ის არის ყოველმხრივ განსწავლული, სუფთა, ამაღლებული სულის პატრონი. ის საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ იმ თაობას ეკუთვნის, რომელმაც გარკვეული წვლილი შეიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში. მან სიხარულით და ზოგჯერ გულისტკივილით განვლო დაბრკოლებებით სავსე წლები და არასოდეს უღალატია თავისი მრწამსისა და იმ იდეებისათვის, რომელიც საქართველოს ბედთან და თავისუფლებასთან იყო დაკავშირებული. იგი სტუდენტობიდან აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მონაწილეობდა უამრავ საპროტესტო აქციასა და ღონისძიებებში. 1989 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლანჩხუთის კომიტეტი, რომლის მიერ წარმოდგენილი იყო 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატად. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ბევრი გადაფასდა. არიან ადამიანები, რომლებიც კვლავ სიკეთის და სიყვარულის განსახიერებანი არიან, მათ რიცხვს მიეკუთვნება თემურ სარჯველაძე. მან გაუძლო ქვეყნისა და პირადი ცხოვრების დროის ყველა გამოცდას, განსაცდელს და კვლავ გულანთებულ მამულიშვილად დარჩა და რაოდენ საამაყოა, რომ მან ასეთ ვითარებაში შეინარჩუნა მაღალი ზნეობრივი ღირებულებები და ადამიანური ღირსება. რა კარგად მიესადაგება მას შესანიშნავი ქართველი პოეტის იოსებ ნონეშვილის სიტყვები:

,,ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,
ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი,
წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე,
თურმე ესეც გმირობაა დიდი”.
მისი მშობლები ლანჩხუთის ინტელიგენციის წარმომდგენლები, დედა, მაყვალა ებრალიძე შესანიშნავი პედიატრი, რომელიც უანგაროდ ემსახურა ბავშვთა ჯანმრთელობის შენარჩუნების საქმეს, ხოლო მამა, ჯაყო სარჯველაძე ბრწყინვალე სპორტსმენი და ამაგდარი მწვრთნელი ჭიდაობაში, უამრავი თვალსაჩინო მოჭიდავე სპორტსმენის აღმზრდელი, ამიტომაც ადვილი წარმოსადგენია ასეთი მშობლების შვილი, ასეთ ტრადიციაზე გაზრდილი და ეროვნულ და პატრიოტულ ნიადაგზე აღზრდილი სხვანაირი ყოფილიყო. საამაყოა მისი ოჯახი, რომელსაც ჭეშმარიტი ერთგულება, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული უდევს საფუძვლად, შესანიშნავი მეუღლე თამარ დედაბრიშვილი და შვილები ნინო და ნანო სარჯველაძეები.
დღეს ზეგავლენას უდიდესი ძალა გააჩნია და მით უმეტეს ასეთი წარსულის მქონე პიროვნებებისაგან, როგორც თემურ სარჯველაძეა. ამ დროს საჭირო და აუცილებელია ჭეშმარიტ ფასეულობათა წარმოჩენა, თუნდაც ერთი ღირსეული ადამიანის, რამდენადაც ასეთი ზნეობის ადამიანი განსაკუთრებით აუცილებელია საზოგადოებისათვის და მით უმეტეს, ისეთი ეროვნული ძალისათვის, როგორც პატროტთა ალიანსია. იგი ყოველთვის იყო ქართული ეროვნული სულის მატარებელი, ალბათ განგებამაც ისურვა მისი კვლავ დაბრუნება ამ მეტად რთულ, ძნელ და საპასუხისმგებლო პოზიციაზე. ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა, წინსვლა და გამარჯვება.
            ჯონი ცინცაძე
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 26
FACEBOOK კომენტარები