ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როდის დაიწყება სოფელ აკეთის გზის მშენებლობა?! რა უპასუხა მოსახლეობას ალექსანდრე სარიშვილმა?!

26-08-2020, 13:21

24  აგვისტოს, სოფელ აკეთის თემში შემავალი სოფლის - ზემო აკეთის მოსახლეობა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე  სარიშვილს შეხვდა. შეხვედრის მიზეზი კვლავ ლანჩხუთი-აკეთის გზა გახლდათ, რომელიც დღემდე უკაცრიელი და ავარიულია, აღნიშნული გზა 90-იანი წლებიდან მოყოლებული,  ელემენტარულად ვერ პასუხობს,  საავტომობილო გზის ვერც ერთ პირობას და რჩება ბნელი 90-იანი წლების სიმბოლოდ ლანჩხუთში. რა პასუხი მიიღო სოფელ აკეთის მოასახლეობამ  ლანჩხუთის მერისაგან?! როგორც მოსახლეობის ამ ჯგუფისაგან   გახდა ცნობილი,  სარიშვილმა აკეთლებს  პირობა მისცა, რომ ორ დღეში დაიწყება ამ  გზის მოხრეშვა,  ხოლო ერთ კვირაში მიიღებენ პასუხს  გზის მოასფალტებასთან დაკავშირებით, თუ ეს ყველაფერი არ მოხდება და ხელისშეშლის ფაქტორებს ექნება ადგილი, თავად მერიც მოსახლეობის გვერდით დადგება. 
რაც შეეხება, მოსახლეობის ულტიმატუმს მდგომარეობდა იმაში, რომ სოფელ აკეთის მოსახლეობის თქმით, თუ აღნიშნული გზის მშენებლობა არჩევნებამდე არ დასრულდა,  აკეთის თემის ამ სოფლებში საარჩევნო უბნის გახსნას ხელი შეეშლება ანუ ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნებს. ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ იგივეს გეგმავს სოფელ ჭანჭათის, გაგურისა და ქვემო აკეთის მოსახლებაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლანჩხუთი-აკეთის გზა უმოკლესია, მათ შორის, რომელიც სამ რაიონს -ლანჩხუთს, ჩოხატაურსა და ოზურგეთს აკავშირებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ე.წ. ინწრუას მონაკვეთი  და სოფელს ზამთარში გარე სამყაროსაგან  მოწყვეტა ემუქრება.
დავუკავშირდით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს. მან გვიპასუხა,  რომ ორ დღეში დაიწყება მოხრეშვითი სამუშაოები, რის რესურსიც უკვე არსებობს მუნიციპალიტეტში, შესაბამისი ტენდერის მიხედვით. რაც შეეხება გზის მოასფალტებას, ამ  პროექტის ღირებულება შეიძლება იყოს 5-7 მილიონი, რომლის რესურსი ბიუჯეტიდან რაიონს არ გააჩნია, ამიტომ წერილი მიეწერება შესაბამის სამინისტროს,სოფლის გზის მძიმე მდგომარეობის შესახებ,  რასაც უნდა მოჰყვეს თანხის გამოყოფა და შემდგომი პროცედურები - პროექტის შედგენა და ტენდერის გამოცხადება. სოფელი აკეთი ყურადების ცენტრში, ორიოდე კვირის წინ, პრეზიდენტის,  სალომე ზურაბიშვილის სტუმრობის გამოც მოექცა, ამ სტუმრობის დასკვნითი ნაწილი გადატანილი იყო სოფელ აცანაში. სოფელს, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია და კულტურა ჰქონდა,  ამჟამად  არ გააჩნია  სოფლის ცენტრი, მისასვლელი გზა, შიდა გზები და სასმელი წყალი.
ისიც უნდა დავსძინოთ, რომ სოფელ აკეთში მიუხედავად რთული პირობებისა, მოსახლეობის გამოცოცხლება დაწყებულია, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ ბევრი დაბრუნდა სოფელში და შინამეურნეობის დაწყებას გეგმავს. აქედან გამომდინარე სოფლის გზის მშენებლობა მივიწყებულ თემად არ უნდა იქცეს.
მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 176
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა