ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 14 ბენეფიციარი ურეკში მაგნიტურ ქვიშებზე დაისვენებს.

26-08-2020, 12:39

ბენეფიციართა პირველი ნაკადი (7 ბენეფიციარი) ურეკში სასტუმროს ტიპის კომპლექსში 10 დღეს გაატარებს.
ბავშვები თანმხლებ პირებთან ერთად დღეს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ და საკრებულოს დეპუტატმა გიგი გვარჯალაძემ გააცილეს.
პროგრამის მხარდამჭერია ასოციაცია „საბა“. 
"მნიშვნელოვანია, რომ 10 დღის განმავლობაში ჩვენი შვილები მიიღებენ ექიმის კონსულტაციას და ამასთან ერთად მაგნიტურ ქვიშებზე დაისვენებენ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცით", - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ინეზა კვაჭაძემ.
აღნიშნულ პროგრამას მუნიციპალიტეტის მერია 10 000 ლარით აფინანსებს.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 711
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა