ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

19-08-2020, 14:16

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება. მან ამის შესახებ თV Iმედი-ს ეთერში ისაუბრა.
"დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე, დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ, მოხდება პირველიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა", -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, რეგისტრაციისთვის საჭირო იქნება ბავშვისა და მშობლის სრული მონაცემები, რათა თანხა კონკრეტულად იმ ოჯახში მივიდეს, სადაც ეს ბავშვი ცხოვრობს. "მთავრობას ესაჭიროება სრული მონაცემები. კონკრეტულად, მშობლის ანგარიშის ნომერი, ასევე, თუ ვინ არის მეურვე ბავშვის, იმისთვის, რომ შევძლოთ და საჭირო თანხა ვხარჯოთ მიზნობრივად და ეს თანხა მივიდეს კონკრეტულად იმ ბავშვთან და მშობელთან, სადაც ცხოვრობს ბავშვი", - განმარტა ტიკარაძემ.
დღეს, 6 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პერიოდში მოქალაქეების კომპენსაციის ფარგლებში 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს 17 წლის ასაკის ყველა ბავშვი, გახანგრძლივდება კომუნალური გადასახადების პროგრამა, კომპენსაციას მიიღებენ ის თვითდასაქმებულებიც, რომლებსაც არასრული დოკუმენტაცია ჰქონდათ და ასევე, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური აუნაზღაურდებათ. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ინიციატივას არჩევნებთან კავშირი არ აქვს და მოსალოდნელი იყო ოპოზიციის მხრიდან ამით სპეკულირება.
მისივე განცხადებით, "შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში". მისივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოუწევთ.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 892
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
“200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს” “200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს”
“200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს”
15-08-2020, 22:10
ვრცლად
დაიწყება თუ არა სწავლა სექტემბერში? რატომ არის საშიში 300 კაციანი  ქორწილები და ქელეხები?
დაიწყება თუ არა სწავლა სექტემბერში? რატომ არის საშიში 300 კაციანი ქორწილები და ქელეხები?
14-08-2020, 15:45
ვრცლად
ერთად პატარა ბესოს დასახმარებლად! ერთად პატარა ბესოს დასახმარებლად!
ერთად პატარა ბესოს დასახმარებლად!
20-04-2018, 08:02
ვრცლად
ენტონი ფაუჩი: მჯერა, რომ ეს მოხდება ენტონი ფაუჩი: მჯერა, რომ ეს მოხდება
ენტონი ფაუჩი: მჯერა, რომ ეს მოხდება
3-08-2020, 11:02
ვრცლად
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს  ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს  ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად
12-08-2020, 18:24
რეკლამა