ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

იდეების წარსადგენი ფორმა (ჩამოტვირთვა)

14-08-2020, 15:31

ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის 

 

3 აგვისტოდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, USAID-ის მხარდაჭერით, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი დაიწყო. ინიციატივა ლანჩხუთის ნებისმიერ მაცხოვრებელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. შეგიძლიათ, მოიფიქროთ კონკრეტული იდეა, წარადგინოთ ის, გამარჯვების შემთხვევაში განახორციელოთ და, საბოლოოდ, მუნიციპალიტეტის განვითარებაში ჩაერთოთ. 

იდეების მიღება 21 აგვისტომდე,მერიისკანცელარიაში, ანმისამართზე idea@idealanchkhuti.ge გრძელდება, შემდეგ მათ შორის საუკეთესოს თავად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები გამოავლენენ. თუმცა, იმისთვის, რომ იდეა მიღებული იყოს, მნიშვნელოვანია,რომ იგი კონკრეტულ თემატიკებს ეხებოდეს. 

2021 წლისთვისლანჩხუთის მერიამპრიორიტეტულსაკითხებადგანათლება, კულტურა, სპორტიდაახალგაზრდობაშეარჩია. ეს ის თემებია, რომლებიც ახალგაზრდებს განსაკუთრებით აინტერესებთ.როგორც ცნობილია, ქვეყნის რეგიონების გამოცოცხლებისა და განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოსახლეობის სწორედ ამ ყველაზე აქტიურდა პერსპექტიულ ნაწილს შეუძლია.

სამწუხაროდ, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად მიდიანდიდ ქალაქებში. მათი გადინება კი მუნიციპალიტეტების განვითარებას აფერხებს. ცხადია, იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდები რეგიონებს ტოვებენ, თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. უმეტესწილად ისინი ერთფეროვნებას, შესაძლებლობების სიმწირეს გაურბიან და საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ, ახალი, თანამედროვე და მრავალფეროვანი გარემოსკენ  მიისწრაფვიან. რომ არა საკუთარი პოტენციალის რეალიზების ნაკლებობა, ალბათ, რეგიონებში გაცილებით მეტი ახალგაზრდა დარჩებოდა და მათ განვითარებაშიც უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა. 

სწორედ ეს იყო ის ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ლანჩხუთის მერიამ პროექტის თემატიკები შეარჩია. ახალგაზრდების საჭიროებები ხშირად განათლებას, კულტურას, სპორტს უკავშირდება და თუ ამ საკითხების ირგვლივ ბევრი საინტერესო ინიციატივა განხორციელდება, მათიინტერესებიც მეტად გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული იქნება. 

იდეების თემატიკა ცვალებადია და მომდევნო წელს უკვე სხვა საკითხები იქნება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2021 წლისთვის შერჩეული პრიორიტეტებიერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მრავლისმომცველია. ისინი ტრადიციულ მიდგომებსაც ითვალისწინებს და ინოვაციებისთვისაც ფართო ადგილს ტოვებს. მაგალითისთვის შეიძლება დასახელდეს განსხვავებული და კომპლექსური საგანმანათლებლო და დასასვენებლი სივრცეები, თანამედროვე კულტურული და, ამავდროულად, გასართობი დაწესებულებები, რომლებიც თუნდაც თბილისში ძალიან პოპულარულია და ახალგაზრდების თავშეყრის 

ერთ-ერთყველაზე საყვარელი ადგილად მიიჩნევა. ამდენად, ეს თემატიკები ძალიან პერსპექტიული და მრავალფეროვანია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის მიზანია, განხორციელებული ინიციატივები ყველასთვის ხელმისაწვდომი და გაზიარებული იყოს. სწორედ ამიტომ, გამარჯვებული იდეები, რომლებიც განხორციელდება, კერძო საკუთრებად არ იქცევა და მუნიციპალიტეტის ბალანსზე დარჩება, რაც ნებისმიერისთვის მათზე წვდომას უზრუნველყოფს.

იაქტიურე, მოიფიქრე იდეა ან იდეები, შეავსე ამ სტატიის თანდართული ფორმა და წარმოადგინე 21 აგვისტომდე. შესაძლოა, ეს შენი სურვილის ასრულების პირველ ნაბიჯად იქცეს. 

ჩამოტვირთეთ PDF ფაილი:
https://drive.google.com/file/d/1z34NGucTN-z2oU3ZKXMxxqp_d2YQYGu1/view?fbclid=IwAR2T7M2S58fEb8orLOflIDVfI9oYw0Haykh7FxG7UmXL-wKtyBy_OUi10w4

   

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 88
FACEBOOK კომენტარები