ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თოფაძეების ოჯახის ადვოკატი: სახელი და გვარიც უცნობია და მოტივზეც ვერანაირი წარმოდგენა ვერ გვექნება

3-08-2020, 09:04

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის გიორგი ანთაძის განცხადებით, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთვის დაჭრის მოტივი უცნობია.
„ამ მომენტისთვის ერთადერთი ინფორმაცია რაც გაგვაჩნია ისაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მძიმე მდგომარეობაში იყო. რა ვითარებაში მოხდა დაჭრა, საქმის გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია, სანამ დაზარალებულად არ გვცნობენ. როგორც ვიცი, ერთი ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული. ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. სახელი და გვარიც უცნობია და მოტივზეც ვერანაირი წარმოდგენა ვერ გვექნება. დღეს გადმოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში და ეს მოცემულობა გვაქვს. ოპერაცია ჩაუტარდა, საკმაოდ მძიმე ოპერაცია იყო, მაგრამ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ადვოკატმა.
თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ჟ.-მ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 708
FACEBOOK კომენტარები