ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მესტიაში კრიპტოვალუტის მაინერები აღმოაჩინეს, რომლებიც დენს უკანონოდ მოიხმარდნენ

26-12-2020, 13:16

კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ გუშინ, სვანეთში, მესტიის ცენტრში არსებული სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში, პოლიციამ გამოავლინა კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.

კომპანია აცხადებს, რომ ბოლო ერთ წელში, მესტიაში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზად ასახელებენ კრიპტოვალუტის მწარმოებელ პუნქტებს, რომლებიც „დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას იტაცებენ“.

„სასტუმრო „ბანგურიანში“ აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი, ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაიონის სამყოფ ელექტროენერგიას.



ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება ავარიების ფაქტები და კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ დროულად შეაკეთონ მწყობრიდან გამოსული ქსელი, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას, კვლავ მწყობრიდან გამოყავს. ამასთან, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს არ აქვთ ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილების და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება“, – აცხადებს კომპანია.

„ელექტრო პრო ჯორჯია“ ითხოვს, შესაბამისმა ორგანოებმა ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების გამოვლენის პროცესი გააგრძელონ.

სასტუმრო „ბანგურიანის“ ფინანსურმა მენეჯერმა ლევან ჯოჯუამ განაცხადა, რომ „ენერგო პრო ჯორჯიას“ საპასუხოდ განცხადების გაკეთებას აპირებენ. მისი თქმით, „კრიპტოვალუტის ქარხანა“ სასტუმროს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე არ აღმოუჩენიათ.

„სასტუმროს ესაზღვრება სხვა პირის საკუთრებაში არსებული ტერიტორია. ელექტროენერგიის მოპარვაც ხდებოდა არა ჩვენი მრიცხველიდან, არამედ ჩვენს მრიცხველამდე. ვგეგმავთ საპასუხო განცხადების გაკეთებას და შესაძლოა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ სასამართლოშიც ვუჩივლოთ“, – განაცხადა ლევან ჯოჯუამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.
მესტიაში მოსახლეობას ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება. გადასახადს მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეები იხდიან.



წყარო : reginfo.ge

განყოფილება: სამართალი
გადასვლები: 91
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა