ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჰააგის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში პირველად ქართველი მოსამართლე აირჩიეს

19-12-2020, 15:07

 ჰააგის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში პირველად ქართველი მოსამართლე აირჩიეს! გუშინ, ღამით, ნიუ-იორკში ჩატარდა კენჭისყრის პირველი ორი ტური, რომელთა შედეგადაც, ბრიტანელი კანდიდატი და ქართველი გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს. ამ სასამართლოში, ქვეყნებს არ აქვთ თავიანთი ადგილი (კვოტა) და კანდიდატები მსოფლიოს სხვა ქვეყნების კანდიდატებს ეჯიბრებიან. დანარჩენი ოციოდე კანდიდატი ორშაბათიდან გააგრძელებს მომდევნო ტურებში ბრძოლას დარჩენილი ადგილებისთვის.
ეს სასამართლო აგვისტოს ომის საქმეს იძიებს! გუშინდელი გამარჯვებით კიდევ ერთხელ ვივსები იმედით, რომ ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე, ქართველი ჯარისკაცის, ჩვენი დევნილების, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების სიმართლე, რომელსაც აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა, ქართველების დევნა, წამება და მკვლელობა ჰქვია!

ამ ძალზედ სასიხარულო ამბავს, თეა წულუკიანი თავისი ფეისბუქ გვერდიდან გვამცნობს:
 

განყოფილება: სამართალი
გადასვლები: 1 338
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა