ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

წლების წინათ და დღეს

1-09-2017, 00:00

დღეს ამ შეკითხვით ჩვენთან, რედაქციაში რამდენიმე ადამიანი მობრძანდა. ამჯერად ერთი საფიქრალით არიან შეწუხებულნი - გაზაფხული მოდის, ხვა-თესვის დროც კარსაა მომდგარი. როგორ მოვახერხოთ, რომ მიწები არ დაგვრჩეს დაუხნავი?მრავალთა აზრით, წელს, როგორც არასდროს, არის მოსალოდნელი მოსახლეობის უმრავლესობის მიწები დაუხნავი დარჩეს. ესე იგი მომავალ წელს სარჩოს გარეშე დარჩებიან ოჯახები. ხელისუფლება, იმედია, ფიქრობს ამ პრობლემაზე და იგი თავის პრობლემად მიაჩნია~.,,ბნელში მოარულმა არ იცის საით მიდის~ - ვკითხულობთ ბიბლიაში. საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი ამბების შემხედვარეს, მართლაც რომ უსაშველოდ მაწვალებს კითხვა, მთელი ათი წელია უკვე აქტიურად ჟღერს იგი. ათი წელია ველით ნათელის შემობრძანებას, მაგრამ.. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოლონელი დასტაქრის, ბალცეროვიჩის აზრით, ქართულ ეკონომიკაში ძვრა არ არის. ცხოვრება კი ითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს... ,,არავის არაფრის გაკეთება არ უნდა, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკა გაპარტახებულია~ - შეწუხებული ამბობს მწერალი ოტია იოსელიანი. კაცი, რომელსაც ხელებზე ქართული მიწის სურნელი ასდის, რომელმაც იცის შრომის, ღვაწლის, ოფლის, სინდისის ფასი... კორუფციასთან ბრძოლა ჯერჯერობით მხოლოდ ილუზიაა~...,,საინაუგურაციო სიტყვა ამერიკის პირველმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ვაშინგტონმა თურმე 135 სიტყვაში ჩაატია. ასე, ლაკონურად განსაზღვრა მან თავისი ადმინისტრაციის გეგმა და ქვეყნის მომავალი. სხვათა შორის, ისიც ნიშანდობლივია, რომ ჯორჯ ვაშინგტონს თავის ინაუგურაციის ცერემონიალზე გასამგზავრებლად 500 გირვანქა უსესხებია. ასე დაიწყო უდიდესი სახელმწიფოს განვითარების ისტორია, მერე ბევრი რამ შეიცვალა. აღორძინდა ქვეყანა...- ჩვენთან ძალიან ბევრს ლაპარაკობენ.. იქნებ ეს ფარსია?იქნებ ეს ფარდაა, კულუარებში ცხოვრების დასამალი?ისე, ცხოვრება ძალიან ულმობელია და ძალიან სათნოც, ოღონდ გააჩნია როგორ დაინახავ და აღიქვამ. ნეტავ რამდენ სიტყვაში შეძლებენ გამორჩეული ქართველები თავისი პროგრამის ჩამოყალიბებას?სიკეთე და ზომიერებაზე დამყარებული გულწრფელობა და გონიერება მისურვებია მათთვის!ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა