ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ არ არის სტუდენტებისთვის განათლების მიღება პრიორიტეტი?!

რატომ არ არის სტუდენტებისთვის განათლების მიღება პრიორიტეტი?!
18-03-2016, 00:00

მაგრამ საკითხავია რას ემსახურება იგი _ ქვეყნის აღორძინებას, წინსვლას? დავაკვირდეთ ერთ-ერთ მოვლენას, რომელიც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ხდება.ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბუნტია. სტუდენტები რექტორის გადადგომას ითხოვენ. დიდი ალბათობით ამ საქმეშიც პოლიტიკის ხელი ურევია. რომელიღაცა ძალას არ მოსწონს ბატონი ლადო პაპავა, როგორც ჩანს თავისი ბოლოდროინდელი აქტივობების გამო. ასეთი ერთ-ერთი აქტივობა უკავშირდება `გაზპრომს~. Bბატონი ლადო ძალზედ დამაჯერებლად ხსნიდა თავის წერილში რის გამო არის მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის `გაზპრომთან~ ურთიერთობა. ძლიერთა ამა ქვეყნისათა ამ წერილით, რა თქმა უნდა, ვერ მოხიბლავდა. როგორც ჩანს, უნივერსიტეტის რექტორს არც აქვს სურვილი თავისი მრწამსისა და შეგნების წინააღმდეგ წავიდეს იმის გამო, რომ ვიღაცას ასიამოვნოს. გონიერი საზოგადოება, რა თქმა უნდა, მიესალმება ასეთი ადამიანების არსებობას და ყოფნას თანამდებობეზე, მით უფრო ცოდნის იმ უდიდეს ტაძარში, როგორიც ოდითგან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რა ხდება დღეს?! რით იჩენს თავს უნივერსიტეტი?! ...ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს 800, ასე თუ ისე წარმატებულ უნივერსიტეტის სიაში ვერ აღმოჩნდა ჩვენი უნივერსიტეტი, რომელსაც თავის დროზე, უდიდესი მეცნიერები ჰყავს აღზრდილი. რაშია საქმე? რისთვის იბრძვიან სტუდენტები? განა განათლების მიღება არ უნდა იყოს მათთვის პრიორიტეტი? ვისგან არიან წაქეზებულნი?უნივერსიტეტი, რომელშიც ათასობით ადამიანი მუშაობს და სწავლობს ხელსაყრელი ადგილია წინასაარჩევნოდ გავლენებისთვის. ვის სურს `მღვრიე წყალში თევზის დაჭერა~. ...ამ სავალალო მდგომარეობის ფონზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროა, რადიკალური, ძირეული ცვლილებები განათლების სისტემაში. თუმცა წინასაარჩევნოდ ხომ ყველა ხელისუფლება ამბობს, რომ სასიკეთო ძვრები იქნება, მაგრამ ყველაფერი მთავრდება იმით, როგორ გამოიყენონ საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად სტუდენტებიც და პროფესორ-მასწავლებლებიც. ასეთი მიდგომების ფონზე რა გასაკვირია სტუდენტებმა მაგაფონი დაიჭირონ ხელში და პოლიტიკური ქულების მოპოვებისთვის იბრძოლონ. ისინი მხოლოდ ამის მაგალითს ხედავენ ქვეყანაში, აქ ხომ მხოლოდ ასე შეიძლება შეიქმნა მომავალი. რა ხდება უნივერსიტეტში? ვისგან ვიცავთ მას? ისევ და ისევ ქართველებისგან. უნივერსიტეტში დუღილის ტემპერატურა მაღალია. რა დასანანია, რომ მავანნი ცდილობენ ქვეყანა ჯიბეში ჩაისვან. ჩემი სამშობლო არავას საჯიბედ არ მემეტება, მისი ასე დაკნინების გამო, სირცხვილი მკლავს. ჩვენი სამშობლო ჩვენია...ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები