ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩანაწერები ჩემი წიგნიდან

ჩანაწერები ჩემი წიგნიდან
16-03-2016, 00:00

ადამიანები თამაშს ბავშვობაში ვსწავლობთ, მაშინ, როცა ყველანი და ყველაფერი გვიყვარს, როცა ნამიან ბალახზე ფეხშიშველა მოსიარულეთ ეკალი არ გვხვდება.როცა მდინარე ჩვენი თვალებივით სუფთაა და კამკამა.როცა გაოცების უნარი გვაქვს და სიხარულის უზომო განცდა.როცა არ ვიცით, რომ მზესაც კი გააჩნია ლაქა, ანუ სადარდებელი... მერე დრო გადის და ცხოვრება იკვეთება, ცხოვრება, რომელიც თურმე `თამაშია~, მაგრამ ისეთი, ადამიანებს მასში ბავშვური თამაშის ზნეობის შენარჩუნება რომ უჭირთ.მერე, ერთ მშვენიერ დღეს, თამაშგარე მდგომარეობაშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ და...... ალბათ, მხოლოდ ძლიერ ადამიანთა ხვედრია `არ აიშენოს სამარხი სხვათა სამარხების ნამუსრევი ქვით~. ოღონდ... ამ კრიზისულ ეპოქაში თავად ადამიანებიც კრიზისში ვიმყოფებით.ვშფოთავთ, ვბორგავთ, ვასკდებით საკუთარ კედლებს, ვეძებთ გამოსავალს. ვიპოვით, უცილობლად ვიპოვით.ოღონდ...ოღონდ უნდა გავფრთხილდეთ, სხვათა და საკუთარ ღირსებათა გასრესით არ დავმარცხდეთ. გაინაპირეთ!. არ გვაქვს უფლება შევაბოტოთ ერთურთის სულში;სული რთულია და უნაზესი.საფეხურებად მიუყვება გზა ზეცისაკენ.დარდიმანდულად მასზე ასვლას ვერ მოგიწონებთ.ფრთხილად...გაბმულად რეკავს ზარი...ფრთხილად...გუგუნებს.სულის ხვეულებს არ წამოკ-რათ ფეხი უნებურ.გაინაპირეთ!არ გვაქვს უფლება შევაბოტოთ ერთურთის სულში. ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები