ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა არის ყველაზე საშიში

რა არის ყველაზე საშიში
16-03-2016, 00:00

ზოგადად რა არის ღირებული ადამიანისათვის, სხვადასხვა ერებისათვის, ეს ვრცლად სალაპარაკო თემაა. ქართველთათვის ტრადიციული ღირებულებების ცვეთის ტენდენციები იმდენად დიდია, რომ არც ერთ ნიშნულში არ ჯდება. ეს პრობლემა ყველა ნორმალური ქართველისთვის სადარდებლად ქცეულა. ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე მრავალი რამ გადაფასდა. მრავალი ტრადიციული ქართული ღირებულება გაიყიდა. ევროპეიზაციამ (ცუდი გაგებით), შეიძლება ითქვას, თავზე ხელი აგვაღებინა _ ქალს ქალურობა დააკარგვინა, კაცს კაცურ თვისებებზე დაახოცვინა ფეხი. და სწორედ ამიტომაც, უფრო მეტი ფასი დაედო იმ ნაღდ ქალურს, რის გამოც ქალს მანდილოსანი ჰქვია და იმ ნაღდ კაცურს, რის გამოც კაცს ვაჟკაცად მოიხსენიებენ. მე ვარ ბედნიერი, რომ ვიცნობდი და ვმეგობრობდი ისეთ ვაჟკაცებთან, როგორებიც იყვნენ, ჯამბულათ ხოფერია და დათო რამიშვილი. ისინი, თავის მეგობრებთან ერთად სამშობლოს ერთიანობას შეეწირნენ. დიახ, აღარ არიან ისინი ჩვენს სამყაროში, ჩვენს განზომილებაში, მაგრამ დარჩნენ სამარადჟამოდ ჩვენს ცნობიერებაში ვაჟკაცობის, გმირობის, ზნემაღლობის, წარსულთან კავშირის, ქართველობის სიმბოლოებად და ამ სიმბოლოებით ვცხოვრობთ დღეს.რეალობა, რბილად თუ ვიტყვით, არასასიამოვნოა. გაყიდულ ომებს შეწირულ ქართველთა ხვედრი გვახსენებს ამ რეალობას. აქ კი, ჩვენს თვალწინ, ჩვენს ირგვლივ ჩინის მოყვარულ ქართველთა კეკლუცობას არა აქვს ბოლო. და ასე გრძელდება და გრძელდება.ის, სიამაყედ ქცეული სიმბოლოები კი არავის ახსოვს...დიახ, ზნეობრივი ღირებულებების მსხვრევას ადამიანის დაცემა ახლავს თან.აი, ეს არის ყველაზე საშიში.ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები