ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მეზღაპრეობა და ტყუილის ძალა

მეზღაპრეობა და ტყუილის ძალა
31-03-2023, 12:11

,,ყველა ტყუის, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო, რადგან ისინი ერთმანეთს არ უსმენენ.” აინშტაინის ამ სიტყვებით დავამთავრეთ ჩვენი წინა ჩანაწერი. იგულისხმებოდა პოლიტიკაში ტყუილი. 
დაფიქრდით ალბათ, რას ნიშნავს ამ შე­მ­თხვევაში ფრაზა _ არ უსმენენ. არადა, არ დავფიქრებულიყავით, წარმოუდგენე­ლია. (რადგან ტყუილი ნორმალურ ადამიანს წესით არც მოწონს და არც სი­ამ­ოვნებს. განსაკუთრებით სხვისი ტყუილი. აი, თავის ტყუილზე კი რა მოგახსენოთ...)
აინშტაინი მეზღაპრე არ იყო, ის ფიზ­იკოსი გახლდათ, ანუ ადამიანი, რომლის პროფესია კანონზომიერებას ექვემდებარება, რეალობას ეყრდნობა. შესაბამისია მისი აზროვნებაც. თუმცა ზღაპარსაც თუ მოვ­უსმენთ, გაგიკვირდებათ და იქაც მხოლოდ ობიექტურ რეალობას წავაწყდებით; თი­თ­ქოს ხშირად არარეალურს, მაგრამ სინამ­დვილეში მხოლოდ რეალურს. ეს რეალობა კი არის სამყაროს კანონზომიერება, რომ სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე, დღეს თუ არა, ხვალ მაინც... უთუოდ იმარჯვებს...
ჰოდა, ,,ყველა ტყუისო”...
ნეტავი რატომ?! 
და ეს ტყუილები არ იწვევს განგაშს, რადგან ისინი ერთმანეთს არ უსმენენ.
ანუ ეს ტყუილები ჰაერში გასროლილი ფრაზებია, რომლითაც დროს იგებენ და თავიანთ დღევანდელობას მავანნი?..
არ არის საგანგაშო, რადგან ერთმანეთს არ უსმენენ, ანუ ეს ტყუილებიც არ არის მათთვის საგანგაშო, მაგრამ მათ მიღმა სამყაროსთვის, ანუ იმ ხალხისთვის, რომლის მომავალზე, ასე თუ ისე, მათ მიერ ჩადენილი ქმედებები ზემოქმედებს, ყველაფერი საგანგაშოა. აი, ეს არის რეალობა, რომელსაც ვერსად გავექცევით, რაც უნდა თვალი ავარიდოთ. რა თქმა უნდა, თუ ბრმა არა ვართ. 
ჩვენ, ანუ საზოგადოებას, ძალიანაც რომ მოინდომონ მავანმა და მავანმა ხელისუფლებებმა, ვერავინ დააბრმავებს. სიბრმავე შეიძლება იყოს მოჩვენებითი, დროებითი, მაგრამ ნათელს ვერავინ ჩაახშობს საბო­ლოოდ.
ნათელის იმედით ცხოვრობს კაცობრიობა მარადჟამს. 

               ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 156
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა