ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ღმერთი ხომ არ დაგავიწყდათ?!

ღმერთი ხომ არ დაგავიწყდათ?!
5-02-2016, 00:00

(ჯერჯერობით აღშფოთებას გვერდით გადავდებ, ოპოზიციონერობა რომ არ დამდონ ბრალად, ნამდვილად თავისუფალი ჟურნალისტი ვარ), როგორ შეგიძლია ამაყად თავაწეული დადიოდე, როგორ შეგიძლია იყო ლაღი და ბედნიერი შენი სამშობლოს შემხედვარე?! როგორ შეგიძლია სათავეში მოსვლიდან სამ წელზე მეტი გასულა და შენ ისევ ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებებზე ლაპარაკობდე, მწყაზარი სახით იკვირვებდე ყველა შენიშვნას და მთლად ღიად დანახულ სიგლახეზეც კი თვალებს იხვევდე, სხვებს კი ნაცარს აყრიდე თვალებში. აივსო თვალები ნაცრით, მაგრამ ხალხი გამოცდილი და გონიერია და მაინც ყველაფერს ხედავს, რადგან ეს სიგლახაკე მათ სულზე, სხეულზე, ჯანმრთელობასა და ბოლოს და ბოლოს სიცოცხლეზე გადის. დიახ, სიცოცხლეზე, რადგან იმედის გადაწურვით სიცოცხლეც კი მთავრდება. უიმედობა კლავს, სპობს ადამიანს. მიმოიხედეთ (არ ჩათვალოთ, რომ ზედმეტი მომდის), კარგად დააკვირდით, თვალებში ჩახედეთ თქვენს ამომრჩეველს, ანუ თქვენს მშობელ ხალხს. სასოწარკვეთილება მეფობს ირგვლივ. რა ეშველება ამდენ ღობემორღვეულ ეზო-კარს, სახურავაყრილ, დაცლილ სახლებს, თურქეთში გახიზნულ ჩვენს დებსა და დედებს, რა ეშველება ლარის კურსის დაცემის გამო სახლიდან ქუჩაში გამოყრილ ათიათასობით ოჯახს, რა ეშველებათ იმედგაცრუებულ პატარებს, რომელთაც მშობლების სასოწარკვეთილება ცრემლებს აფრქვევინებს და კიდევ მრავალი რა ეშველება?!მართლაც რა ეშველება?!შენ, ჩვენს მიერ არჩეულო ხელისუფალო, გაწუხებს ყველაფერი ეს? თუ გაწუხებს ასეთი ბედნიერი როგორ ხარ? ასეთი დამცინავი როგორ ხარ? ვის დასცინი? იმ ადამიანს, ვინც გენდო და თავისი ბედი ჩაგაბარა? ...რა ჰქვია ჩვენს ყოფას, რომელ ეპოქაში ვართ? რა ფორმაციაა ქვეყანაში? პირადად მე ვერ გავიგე, ხელისუფალო, ვერც ჩვენმა მრავალრიცხოვანმა მკითხველმა გაიგო. აგვიხსენი, დაგვარწმუნე, დაგვაიმედე... მაგრამ ტყუილს არ შევირგებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიზარდეთ, მოსატყუებელი კბილი მოცვლილი გვაქვს.ჩემი სიტყვები სასოწარკვეთად არვინ ჩათვალოს, ჩემი მდგომარეობა შორსაა ასეთი განწყობიდან.ვინ მოიყვანს დროს, როცა ადამიანები ადამიანებად იგრძნობენ თავს?!არავინ _ თუ არ ვიტყვით სათქმელს. არავინ _ თუ არ მოვთხოვთ საქმეს მას, ვისაც ეს ევალება (და საკუთარ თავსაც, რა თქმა უნდა).დღეს ამ ზოგადი ფრაზებით შემოვიფარგლებით.აქ შევკრავ წრეს და დავასრულებ ფრაზით _ ხელისუფალო, თქვენთვის რაღაც ძალიან ადვილად ყველაფერი.რატომ?!რა მფარველობაა ასეთი?!ღმერთი ხომ არ დაგავიწყდათ?!ნონა გიგინეიშვილი P.შ. მკითხველისათვის: ზემოთ თქმულზე, ეჭვიც არ მეპარება, მეთანხმებით. ეს ზოგადი სურათია. მომავალ წერილებში დავკონკრეტდებით.

გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები