ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როცა უფალი გვკითხავს, თქვენ რა გააკეთეთ?!

როცა უფალი გვკითხავს, თქვენ რა გააკეთეთ?!
9-03-2022, 12:46

უკრაინას ღმერთმა დააკისრა მსო­ფლიო ისტორიული მისია, დაენახვებინა მთელი მსოფლ­იოსთვის რუსეთის ნამდვილი სახე, რომელიც აშკარად და ღიად დიქტატორულია. არადა, იგი მაინც რაღაც სახეს ინა­რჩუნებდა მსოფლიოსთვის რეს­­უ­რსების განაწილების კუ­თხით, რის გამოც მას ეკურკურებოდნენ მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ლიდერები, ბოდიშებსაც უხ­დი­დ­ნენ და ჩუმ­ჩუმად რევერანსებსაც უკე­თ­ებდნენ. ამ და­მო­კიდებუ­ლე­ბის გამო მსო­ფ­ლიოს ლიდერებმა და­ჩაგრეს უკრაინა, უა­რი უთხრეს ნატოში მი­ღებაზე. უფრო მეტიც, მოატყუეს უკ­რა­ინელი ხალხი, წა­ართვეს ბირ­თ­ვული იარაღი, დაპირდნენ გარა­ნტიებს და მაშინ, როდესაც უკრა­ინას ბომბავენ რუსი სამხედროები მძიმე, აკრ­ძა­ლული ტე­ხნიკით და იმ დროს, როცა ბავშვები იღუპებიან, მშვი­დობიანი მოსახლეობა იღუპება, ნატო და ვითომ მსოფლიო დე­მოკრატიის მამები მხრების აჩე­ჩვით არიან შემოფარგლულნი, მხო­ლოდ ეკო­ნომიკურ სანქციებზე ლაპა­რა­კობენ და იმის შიშით, რომ არ დარჩნენ ჩათრეული ამ ომში, თითქოს იმალებიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ უკრაინაში თუ რუსი გაიმარჯვებს, შემდეგი ქალაქები, რომელიც დაიბომბება იქნება მათი დედაქალაქები: ბერ­ლინი, პარიზი, ლონდონი და ა.შ.
მაგრამ უკრაინა, რა თქმა უნდა, უკან არ დაიხევს, ის შეას­რუ­ლებს მსოფლიო ისტორიულ მი­სიას, როგორც მართლმადი­დე­ბე­ლი ერი. მაშინ, როდესაც რუ­სეთმა თავისი ლიდერების თუ ვაიპოლოტიკოსების გამო დაკარგა მართლმადიდებლური სამყა­როს ლიდერის როლი და გა­და­იქცა ანტიმართლმა­დიდებ­ლ­ურ სა­ტანისტურ ძალად, რომელიც ში­შის ზარს სცემს თა­ვი­ს­უფ­ლების მო­ყვარულ ერებს, ასეთ დროს ეს მისია ბუნებრივად დედა ღვთის­მშობელმა დააკისრა უკრა­ინას და მის გარშემო მყოფ ერ­ებს, რომლებსაც შეუძლიათ მართლ­მა­დ­ი­დე­ბლობისთვის ყველაფერი გაი­ღონ. თავიც გასწირონ, ქვეყანაც გადაარჩინონ და სატანაც დაამარცხონ.
ამ როლს უკრაინა შეასრუ­ლებს. 
2022 წელი იქნება სატანის დამარცხების წელი. უკრაინა აღ­დგება! ნუ ოცნებობენ გერმა­ნელები, ფრანგები, ნურც ინგლი­სე­ლები, ევროპის ლიდერობას. ევ­როპის ლიდერი და ცენტრი ქვეყანა გახდება უკრაინა, საქა­რთველო კი მის გვერდით აღ­მოჩნდება, რომელიც იქნება გა­ნახ­ლებული, ძლიერი გამარჯვებული, მართ­ლმადიდებელი. 
ყველა იმ ადამიანმა, ვისაც შე­უ­ძლია ჭეშმარიტ გზაზე მოქცევა და სიარული, უნდა მოახერხოს ეს და სწრაფად დაბრუნდეს ჭე­შმარიტებასთან, რომ საქარ­თვე­ლო იყოს ახალი ევროპის ნაწილი, მართალი ევროპის ნაწილი, რომელიც შეძლებს მსოფ­ლი­ოში წესრიგის შენარჩუნებას. დანარ­ჩენი იმპერიები რიხინ რი­ხი­ნით მი­ყვებიან უკან რუსეთის იმ­პე­რ­იის ნგრევას. 
წლევანდელი წელი იქნება ახა­ლი სამყაროს ჩამოყალიბების და­წყების წელი, რომელსაც ვერაფ­ერი ვეღარ შეაჩერებს. ეს იქნება სატანის დამარცხების და ეს მო­ხ­­დება ჩვენს თვალწინ მთა­ვარია ვიყოთ პირნათელი და ის­ტორიის მართალ მხარეს და­ვ­დგეთ. როცა უფალი გვკი­თხავს, თქვენ რა გააკეთეთ, როცა სა­ტანას ებრ­ძო­და მართ­ლმადი­დებლური ერი,  რა გაიღეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ პი­რ­­ნათელი. თუ შე­ვასრულებთ დე­და­ღვთის­მშობ­ლის დავალებას, ვი­ბრ­ძოლებთ თავის­უფლებისთვის, თუ ჩვენ ვიქნებით სიმართლის მხარეს, მაშინ უფა­ლი დაგვიცავს და გაგვა­ძლი­ე­რებს.
გაუმარჯოს თავისუფალ უკრაი­ნას, უკრაინელ გმირ ხალხს! გაუმარჯოს საქართვე­ლოს!
 გაუმარჯოს თავისუფლებას!

        ნონა გიგინეიშვილი 

გადასვლები: 403
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა