ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩამოკიდეთ თქვენი პოლიტიკოსობა ლურსმანზე და გზა დაუთმეთ ახალგაზრდებს!

ჩამოკიდეთ თქვენი პოლიტიკოსობა ლურსმანზე და გზა დაუთმეთ ახალგაზრდებს!
11-02-2022, 11:23

ფეხბურთელი, რომელიც ხვდება რომ ვეღარ თამაშობს, ვეღარ გააქვს გოლი და ა.შ. თამაშს თავს ანებებს, ბუცებს ლურსმანზე კიდებს და სხვა სფეროში აგ­რძე­ლებს მუშაობას.
... როცა 30 წელია პოლიტიკაში ხარ, სპეციალობაში უთითებ, რომ ხარ პოლიტიკოსი; 30 წელიწადში 30 პარტია გამოიცვალე; კომუნისტ­ური პარტიიდან დაწყებული ყველა მთავრობის ჩამო­გდებაში გაქვს მონაწილეობა მიღებული, ყოველთვის იყავი დამანგრეველი, დამ­ამხობელი და ვერაფრით ვერ ისწავლე შენება; იყავი პარლამენტის წევრი და არც ერთი კანონის შექმნაში არ მიგიღია მონაწილეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არ გიჩნდება კითხვა, რატომ უნდა აგიტა­ნოს ხალ­ხმა?
ბოლო პე­რ­იოდის მა­გ­ა­ლითზე ვი­ტყვი.
ჯერ ოპო­ზიციით და­ვ­იწყებ. 
ხალხმა აგ­ირჩია დეპუტატად. არ­ჩე­ვნები ჩატარდა 2020 წლის ოქ­ტომბერში. წელიწადი და ოთხი თვე გავ­იდა და დეპუტატების, ლამისაა ნახევარი, პარლამენ­ტში ჯერ არ შესულა. თუ შევიდა, მხოლოდ ობსტრუქციის მოს­აწყობად. ხელფასები მიღებული აქვთ, საქმე კი, რის კეთებაშიაც უნდა მიიღონ ხელფასი, არ უკეთებიათ. ახლახან მი­ღებული კანონი ითვალისწინებს იმას, რომ 6 თვის მანძილზე თუ არც ერთ სხდომას არ დაესწრები, უფლება­მოსილება გიწყდება. ამას მოჰყვა ის, რომ ყველა, ვინც იძახდა, ვინც შევა პარლამენტში, მოღალატე იქნებაო, ერ­თმანეთს ასწრება პარლამენტში შეს­ვლას. 
ბოიკოტის რეჟიმში როცა გადავიდა ოპოზიცია, მოითხოვა საკუთარი სიის ჩახსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც პარლამენტიდან გამოდიან, პარტიული სიით ადგილმონაცვლე ვერ შეჰყავთ. შესაბამი­სად, პარტია, რომელიც არ არის პარლამენტში, მას კანონის თანახმად უწყდება დაფინანსება. მაგალითად, პარტია ,,ლელოს“ 900 000 ლარი აქვს გამოყოფილი წელიწადში. ნათელაშ­ვილის პარტიას 300 000 ლარზე მეტი... და ახლა ნათელაშვილი დევნილად აცხადებს თავს პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტის გამო. 
ოპოზიციურ პარტიებს დაავიწყდათ, როცა ალიკო ელისაშვილი შევიდა პარლამენტში, ან კიდევ ,,გირჩის“ ნაწილი, ერის მოღალატეები უძახეს მათ.
...და საერთოდაც, არ მესმის რატომ უნდა ფინანსდებოდეს პარტიები ბიუჯეტიდან? აკრიფეთ საწევრო გადასახადები და ირჩინეთ თავი. 
ნორმალურ ქვეყნებში მიღებულია, რომ პარტიები დეპუტატობის კანდიდატებად არჩევენ ისეთ კადრებს, რომლებიც საპარლამენტო მუშაობისთვის არიან ოპ­ტიმალური, საუკეთესო. საქართველოში პირიქითაა, პარლამენტში შეჰყავთ ის ხალხი, რომელთაც აქვთ დიდი ფული,  აქვთ დიდი ბიზნესი. ისინი წინასაარ­ჩევნოდ აფინანსებენ პარტიებს და შესაბ­ამისად, მათ ხელში საპარლამენტო მუშაობა ვერაა ისეთი აქტიური, რო­გორიც უნდა იყოს. ამავე დროს ხდება ის, რომ ბიზნესმენი დეპუტატი ხდება თავისი ბიზნესის ,,კრიშა“, თან ,,საბიუჯეტო“ ბიზნესზეც გადადის აქტიურად.
დასავლეთში კი მხოლოდ პოლიტიკოსები არიან პარლამენტში. ბიზნესმენი კი აფინანსებს ამა თუ იმ პარტიას. ჩვენთან ერთდროულად ყველაფერია დეპუტატი... ჰოდა, ასეთი მმართველობის პირობებში ქვეყანა საერთოდ რომ არსებობს, ისიც გასაკვირია, წინ წასვლა კი არა.
მსოფლიო პანდემიის პირობებში, როდესაც ყველა ქვეყანა ვაქცინაციითაა დაკავებული და თვითგადარჩენაზე ფი­ქრობს, საქართველოში მოსახლეობის 40% აცხა­დებს, რომ აც­რას არ გა­­იკეთებს. დღეში სა­შ­უ­ალოდ 40 კა­ცი იღ­უ­პე­ბა. მეორე მსო­ფლიო ომის დროს 250 კაცი იღუპებოდა დღეში საშუალოდ. დღესაც ომში ვართ ჩაბმული. მთავრობას და შესაბამისად, მოსახლეობას ეს გაანალიზებული არა აქვს, როგორც ჩანს. 
მთავრობა?
მთავრობა, რომელიც ამბობს აბსოლუტური უმრავლესობით მოვედითო, კრიზისის მართვა უნდა შეძლოს და ქვეყანა გადაარჩინოს საბოლოო ჩაძირვას. 
სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა ბოლო დღეებში. ვფიქრობთ, ეს მხოლოდ მოჩვენებითი ცვლილებებია, კიდევ ერთხელ. რასაც შედეგი არ მოჰყვება. რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ხალხის აგდება, მოტყუება კვლავაც მეორდება და გრძელდება. ერთეულთა გამილიონერება სხვათა გაღატაკების ხარჯზე გრძელ­დება.
ხალხს ყველაზე მეტად აღიზიანებს, როცა მას დასცინიან...
პარლამენტის თავმოწონებული უმ­რავ­­ლე­ს­ობა რის­თვის აირჩია ხალხმა? იმისთვის ხომ არა, მის გამდიდრებას რომ უძუძგუროს (უკაცრავად ასეთი სიტყვის­თვის) შორიდან, გაღარიბებულმა და შეს­აბ­ა­მისად დამცირებულმა ხალხმა.
,,სამშობლოსათვის თავდადებულები“ რისთვის აირჩია ხალხმა?! ვინ საქმიანობს, ვინ იღწვის ხალხისთვის?! არავინ...
სტატისტიკის მონაცემებით ძალიან მაღალი პროცენტით აღდგა აეროპორტის მუშაობა. რის ხარჯზე გასაგებია _ ნაკადებია დაყენებული ქვეყნიდან წამ­სვლელი ადამიანების. მიზეზებზე აქ აღარ ვისაუბრებთ.
... და ახლა ყველა ამბობს 30 წელი გა­ვი­და და ქვეყანა წინ ვერ მიდის, ვერ ვითარდებაო.
ამიტომ წადით, ჩამოკიდეთ თქვენი პოლიტიკოსობა ლურსმანზე და გზა დაუთმეთ იმ ახალგაზრდებს ყოველდ­ღიუ­რად ქვეყანას რომ ტოვებენ.

            ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 429
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა