ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

...აღარ დაგვჭირდება ზღაპრის გამოგონება, სიკეთის გადარჩენას რომ ემსახურება...

17-12-2021, 16:20

ნუთუ სიდიადე მხოლოდ წარსულშია დარჩენილი, გმი­რებიც იქ არიან და მხოლოდ მათი ღირსებებით შეგვიძლია ვიამა­ყოთ?!
ნუთუ მხოლოდ წარსულში არსებობდა სიკეთე და ბორ­ოტება, სიხარული და სევდა, იმედი და სასოწარკვეთა, სი­მ­ართლე და სიცრუე, ზნეობა და უზნეობა, რომელთა ურთიერ­თჭიდილში წარმოჩინდებიან ღი­რსეული ადამიანები.
ქვეყანა ტრიალებს. ცხოვრება გრძელდება, თავისი თე­თრით და შავით. წარსუ­ლისაკენ ვიხედებით და ვე­ძებთ გმირებს, მრავლადაც აღმო­ვაჩენთ ხოლმე. ხშირად დავფიქრებულვარ _ თანამე­დროვენი თუ აღიქვამდნენ მათ.
დღეს აქ, ჩვენთან?
ნუთუ გვერდით მიხედვა უფრო ძნელია?
დღეს, როცა ასე ძალიან გვიჭირს, იქნებ დღეს სჯობდეს ვაღიაროთ ერთმანეთი და გავხდეთ ამით ბედნიერნი.
ქვეყანა ტრიალებს...
ფასეულობები იმსხვრევიან...
რჩება ერთადერთი, განუმეორებელი, მარადიული _ სულის სილამაზე.
...იქნებ იმდენად გაგვიუცხოვდა სიკეთე, ვეღარ ვცნობთ და აქვეა, ჩვენს გვერდით, ცოცხალი ჩვენსკენ მომავალი.
შეჩერდით, ვიოცნებოთ მაინც სიკეთის არსებობაზე და ოცნება გვანუგეშებს, გარემოს ფერს შეუცვლის, ბინდს გადაგვყრის თვალთაგან და აღმოვაჩენთ, რომ სიკეთე ცოცხალია.
და აღარ დაგვჭირდება ზღა­პრის გამოგონება, სიკეთის გა­დარჩენას რომ ემსახურება... 

      ნონა გიგინეიშვილი 
წიგნიდან - ,,გაიღიმეთ სიკეთე მოდის”

გადასვლები: 633
FACEBOOK კომენტარები