ჩვენზე ვწერ _ გაძარცვულებზე და მძარცველებზე, ოღონდ საკითხავია, ვინ არის მძარცველი და ვინ გაძარცვული.
ჩვენს ქვეყანაზე ვწერ, იმ ქვეყანაზე, რომელიც ,,ყველაზე მაგარია" და თან ყველაზე საცოდავი.
ქვეყანაზე, რომლის შვილობით ძალიან ვამაყობთ და ამავდროულად თავდახრილიც ვართ...
ჩვენს ქვეყანაზე ვწერ, სადაც მუდმივად ისმის წუწუნი; სადაც მუდმივად ვაკრიტიკებთ, მუდმივად... და არავის ესმის ხალხის ხმა.
იმ ქვეყანაზე ვწერ, სადაც კუთხეში მიმწყვდეული კარგი ადამიანები დარდისგან იცრიცებიან...
იმ ქვეყანაზე ვწერ, სადაც მუდმივად ტარდება უშედეგო ექსპერიმენტები ადამიანთა ნერვების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასადაც კი.
...და სწორედ ამ ექსპერიმენტების შედეგად ხდებიან ადამიანები მძარცველები და გაძარცვულები.
მძარცველები _ თვითკმაყოფილი იერით, საშვილიშვილოდ მაძღარნი ყინჩად დაჰყურებენ ზემოდან გაძარცვულთ და ფიქრობენ, რომ ყველაფერი შერჩებათ.
გამოსავალი რაშია?
აზროვნებაში.
დიახ, აზროვნებაში.
თუ სწორად ვიაზროვნებთ, მივიღებთ შედეგს.
ჩვენ შედეგისთვის უნდა ვიაზროვნოთ, რადგან სასწორზეა შეგდებული ჩვენი შვილების მომავალი.
გაძარცვულები და მძარცველები
ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 600