ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ გაჩერდა მატარებელი?!

24-09-2021, 12:13

ქვეყანა მატარებელივითაა - ანუ დრო  და დრო სვლა ჩერდება. ოღონდ არის ერთი დიდი განსხვავება. მატარებლის შემთხვევაში წინასწარ არის განსაზ­ღ­ვრული ყველა გაჩერების ადგილი და შესაბამისად, ყველა გაჩერება მიზანმიმ­ართულია. ქვეყნის შემთხვევაში კი გაჩ­ერება დაუგეგმავია და იგი უკუსვლას ნიშნავს,  რადგან ერთ ადგილზე ყოფნა უკუსვლის საფუძველია.

ჩვენს ქვეყა­ნაში ფორმაციის შეცვლის შემდეგ, დამეთანხმებით ალბათ, გარ­კვეული ხნის მანძილზე, თითქოს დრო გაიყინა და შესაბამისად თვალნათელი იყო ქვეყნის უკუსვლა,  უფრო მეტიც - ქვეყნის ნგრევა. ეს მდგომარეობა დიდხანს გა­გრ­ძელდა, მისგან გამორკვევა არ დარჩა ადვილი. ქვეყნის შიგნით, ხელისუფლ­ებისთვის  შინაურთა ბრძო­ლამ ქვეყანა გამოფიტა, რომელსაც გარეშე მტერთან ბრძოლა უკიდურესად გაუჭირდა და ჭირად გვექცა ცხოვრება (როგორც მრავალი იტყოდა მაშინ). მერე დაიძრა ქვეყანა, ერთ  ადგილზე დიდხანს იტრიალა ბორბალმა,  (იბუ­ქსავა, როგორც გუ­რულები იტყვიან) და დაიძრა, მაგრამ რომელი მიმარ­თულებით? საით? დღე­საც ისმის ეს შეკითხვა.
...და თითქოს ამოისუნთქა ერმა და ბერმა. ამოისუნთქა და ოხვრაც ამოაყოლა... დაძვრის შედეგად ქვეყანაში შეი­ქმნა ის სტრუქტურები, რომელიც აუც­ილებელია ქვეყნის მართვისთვის, რასაც მოჰყვა შესაძლებლობა ქვეყნის მცხ­ოვრებთ, ნაწილს, რა თქმა უნდა, ხელი მოეკიდა რაღაც საქმისთვის,  ამასობაში გამოჩნდა და გამოიკვეთა, რომ ქვეყ­ანაში ჩამოყალიბდა სახელისუფლებო კლანები, რომელთა ხელში მოექცა ქვე­ყნის სიმდიდრე. უცხოეთიდან ჩამოს­ული ყოველგვარი დახმარებაც კი  მათ იგ­დეს ხელთ და ქვეყანა გადაიქცა მილი­ო­ნერთა და ღარიბთა ქვეყნად. დამ­შეული ხალხისთვის ლუკმის წაგდების პროცესმა დიდხანს გაატანინა თავი მო­სა­­ხლეობას.
ხელისუფლების მიერ შექმნილმა გარე პირობებმა გასაქანი და სტიმული ვერ მისცა ხალხს. გარკვეულ ნიშნულამდე მისული ეს მდგომარეობა მყარად დაფ­იქსირდა. 
დღეს ქვეყნის სვლა შეჩერებულია. რა­ღ­აც ამოიწურა.  ჩვენი აზრით მი­ზე­ზი საფუძველშია _ სისტემაში, და­გ­ეგმვაში. ამას ფარდის ჩამოფარებით, ნიღბის აფარებით ვერ უშველის ხელ­ისუფლება. 
დიახ, სვლა შეჩერებულია, რაც, რა თქმა უნდა,  ქვეყნის მცხოვრებთა ყო­ფაზეა ასახული.
ასე გრძელდება ცხოვრება, თუ ეს გა­გრძელებაა. 
ნონა გიგინეიშვილი
2019 წელი

გადასვლები: 764
FACEBOOK კომენტარები