ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როდის მივალთ აღთქმულ ქვეყნამდე?

20-09-2021, 11:49

დღეს საქართველო უდიდეს კრი­ზისს განიცდის, მრავალმხრივს... 
ეკონომიკური კრიზისი ფაქტიურად ჩანდა მანამდეც, სანამ საშინელი სენი შეაფერხებდა მსოფლიოს. რაღა თქმა უნდა, გამონაკლისი საქართველო ვერაფრით იქნებოდა. აქ ხომ ისედაც მზა ნიადაგი არსებობდა კრიზისის გასაღრმავებლად.
... წლები გავიდა, რაც კომუნისტურ წყობას დავემშვიდობეთ, მაგრამ ურ­თულესი დარჩა იმ იდეოლოგიის და­ძლევა, რომელიც კომუნისტურმა მო­ძრაობამ დანერგა. იდეოლოგიის, რო­მელიც იმდენად მყარად იჯდა ად­ამიანთა ფსიქიკაში, რომ მისი გაქრობა წლებმაც ვერ შეძლო. დემოკრატია უცხო აღმოჩნდა ჩვენ­თვის, ვერაფრით ვერ გავისიგრ­ძეგანეთ, ჩვენად ვერ ვაქციეთ.
...საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1905 წელს გურული გლეხები აჯანყდნენ. რას ითხოვდნენ ისინი მთავრობისგან? გაგიკვირდებათ, ნუთუ საუკუნეც არ არის საკმარისი გარემოს შესაცვ­ლელად?! 
,,თავისუფლება და თანას­წორობა; სი­ტყვისა და კრების თავის­უფლება; პიროვნების ხელშეუხებ­ლობა; პო­ლი­ტპატიმრების გათავის­უფლება; ადმინისტრაციული რეფორმა; გლეხთა კო­მიტეტების დაარსება სოფლად; სახალხო სასამართლოს დაარსება; მო­სამართლის არჩევის უფ­ლება; ადგილობრივი საკითხების ადგილზე გა­ნხილვა-გადაწყვეტა, ადგილობრივი ადმინისტრაციის არჩევის უფლება (თვითმმართველობა) მთავ­რობის არ­ჩევა საყოველთაო, ფარული და პირდაპირი არჩევნებით; საგა­დასახადო რეფორმა; აქციზების და ყველა არაპირდაპირი გადასახადის გა­უქმება; ყველა იმ გლეხის გა­თა­ვისუფლება გადასახადისგან, რომე­ლთა შემო­სავალი არ აღემატება 500 მანეთს (დაუბეგრავი მინიმუმი); მიწის რე­ფორმა; მიწების გადაცემა გლეხ­ობისთვის უსასყიდლოდ;
 განათლების რეფორმა;
 სოფლებში სასწავლებლების არსებობა; “
მოთხოვნათა შეუსრულებლობა გახ­და ერთ-ერთი მიზეზი იმავე წელს გურიაში შეიარაღებული ამბოხების დაწყებისა, რასაც ნასაკირალის ბრძო­ლა, გურიის რესპუბლიკის გამოცხადება, 1906 წელს ამბოხის სასტიკი ჩახშობა და რეპრესიები მოჰყვა...
ამბოხი და რეპრესიები ღმერთმა დაგვიფაროს... 
ისე კი, საუკუნის წინანდელი მდგომარეობიდან შორს რომ არ ვართ ფაქტია... 
მხოლოდ სივრცე და დრო გვა­შორებს... 
სივრცე და დრო...
რა იდეოლოგიით იმართება დღეს ქვეყანა? 
იქნებ ვინმემ გვიპასუხოს!
 როდის მივალთ აღთქმულ ქვე­ყნამდე?!
ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 663
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა