ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სანამდე მიხვედით?! ნეტავი რატომ?!

17-09-2021, 11:40

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ბოლო­დრო­ინდელ ამბებს თუ კარგად დავაკვირდებით, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ საქმე გაცილებით უფრო ცუდადა და უფრო გაურკვევლადაა, ვიდრე გვგონია. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს...
 ... როგორ ფიქრობთ, ადამიანისთვის ყველაზე რთული როგორი მდგომარეობაა? 
 მდგომარეობა, როცა მას საკუთარი თავი ეცოდება გარემოებათა გამო. 
დღეს ასეთ მდგომარეობაშია სავარაუდოდ ყველა ჭკუათმყოფელი, რომელსაც ადარდებს ქვეყნის ბედი. აბა, საკუთარი ოჯახის დარდი, რა თქმა უნდა, ყველას აქვს...
 რაო, რა ხდება? 
 იქნებ თქვენ დამეხმაროთ ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად?! 
 ვინ ვისთან არის, ვინ რისთვის იბრძვის? ვის რა აინტერესებს? 
 ... და მთავარი კითხვა  _ ვის აინტერესებს ქვეყნის ბედი?
 ვის შეუძლია ამ კითხვებზე პასუხი გამცეს?..

მე, ბუნებით ოპტიმისტს, ბოლო ხანებში, შევატყვე, რომ ჩემს ოპტიმიზმს საყრდენი ეცლება... არადა გამოუსწორებელი ოპტიმისტი მეგონა თავი...
 ყველა არჩევნები გარანტია უნდა იყოს უკეთესი მომავლის, წინ გადადგმული ნაბიჯის.
 სად არის არჩევნები?! სად არის წინასაარჩევნო გარემო?! რა სიჩუმეა?! ნეტავი რატომ?! რას ველოდებით?! ასეთი ფრაზა ამეკვიატა _ ტყუილში ვცხოვრობთ! 
 დიახ, ტყუილში ვცხოვრობთ, მაგრამ ვინ იქნება ამ ტყუილით მოგებული ან წაგებული?! ვინ ათამაშებს ამ დიდ ტყუილს და კიდევ ერთხელ ვინ აბითურებს ალალმართალ ხალხს?!
 მჯერა, დადგება დრო და ყველაფერს ფარდა აეხდება.
არსებობს დიდი სამსჯავრო... 
 ეს დღეც დადგება...
 ეშინოდეთ მათ, ვინც თამაშებს გეგმავს...
  ... ჩემდა გასაკვირად, ერთი რამ აღმოვაჩინე ბოლო დღეებში _ ყველა მეცოდებით _ პოზიციაც და ოპოზიციაც. სანამდე მიხვედით?!
             ნონა გიგინეიშვილი  

გადასვლები: 709
FACEBOOK კომენტარები