ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დამოუკიდებლობის აღ­დგენის დღი­დან, რიგით მერვე არჩევნები

13-09-2021, 14:20

,,2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველო­ბ­ის არ­ჩევნებზე მერებსა და საკრებულოს წევრებს კიდევ ერთხელ ავირჩევთ. დამოუკიდებლობის აღ­დგენის დღი­დან, ეს არჩევნები რიგით მერვეა.
1991 წლიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალნენ ხელ­ის­­უფლებები, იცვლებოდა ხელის­უფლების დანაწილების მოდელები, თვითმმა­რთველო­ბის სის­ტე­მები და მათი არ­ჩევის წესი, მაგრამ თავად გამარ­თუ­ლი ადგილობრივი თვით­მმა­რთველ­ობა, პი­­რ­ველი არჩე­ვ­ნე­ბიდან 30 წლის შემდეგაც კი, სამწუხაროდ, ჯერ­აც ვერ მივიღეთ.”
,,ჰო და არას” დღევანდელი ნო­­მ­­რის მე-2 გვერდზე გამოქვეყ­ნე­ბუ­ლი ანალიზი ნათლად ასახავს, თუ როგორ კნინდებოდა ადგილ­ობ­რივი თვითმმართ­ველობა ძა­ლ­ა­უფ­ლების დეცენტრალიზაციაზე უარის თქმი­სა და ცენტრალიზებული მმა­რთველობის გაძლი­ერ­ების კვალდაკვალ. გირჩევთ, გუ­ლ­დასმით წაიკი­თხ­ოთ. ალბათ ბე­ვრი რამ არის გას­ა­თ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი.
რა იქნება ხვალ, რა შედეგს მი­ვიღებთ ახალი არჩევნებით, იქნება თუ არა ეს არჩევნები წინ გა­დ­ა­დგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ის­­ტო­რიაში?!
ამ შეკითხვებს პასუხი რამდენიმე დღეში გაეცემა. ჩვენ მანამდე გვმართებს დაფიქრება, რათა სწო­რად მოვიქცეთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.


თითქოს ყველაფერი გაუბრალ­ოვდა, თითქოს მთელმა რიგმა ღი­რებულებებმა აზრი და ფასი და­კარგა... მაგრამ მაინც _ ჩვენ ყველამ ერთად, უნდა ძალა მოვი­კრი­ბოთ, გონიერება გამოვიჩინოთ; ჩვენი შვილების მომა­ვლისთვის ვი­ზ­რუნოთ, ხელი არ ჩავიქნიოთ. 
თქვენი იმედი მაქვს! სიყვარულს გიგზავნით ყველას! 
ღმერთამა გაგაძლიეროთ!
        ნონა გიგინეიშვილი 

გადასვლები: 43
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა