ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

...ის არ იპარავს!...

8-09-2021, 11:33

დრო იძირება დროში...
დრო იკარგება დროში...
და კვდება დრო. სად მიდის დრო, გზა­აბნეულივით?!
იქნებ ჩვენ გვეჩვენება მისი სვლა გზააბნეულად, ამ მერყევ, თან მოყელყელავე სამ­ყაროში. იქნებ ჩვენ თავად გვეჩვენება ეს სა­მ­ყარო ასეთად და ყველაფერი კანონზო­მი­ე­რია, ასეა ღვთისგან, მხოლოდ ჩვენი, ადამ­იან­ური კანონების დაწესებით ხშირად ვაგ­დებთ ჩვენს თავსაც და ჩვენს სამყაროსაც (პირად სამყაროს) უწონობაში. და ასე იქმნება სამყაროს უწონობაც, რომლის შედეგი, პირველ რიგში სულის ნგრევაა.
ჰოდა, დროის გზააბნეულობის აღარ გვი­კვირს, რადგან ამაში წვლილი თავადაც მიგვიძღვის. გზააბნეულობის შედეგი კი, მოგეხსენებათ, სივრცეში დაკარგვაა.
ოჰ, რამდენია დაკარგული ამ წლების მან­ძილზე, რამდენია დაკარგული...
რა წაიღო დრომ?
დრომ წაიღო ენერგია, რომლითაც ცამდე აფრენასაც ვგეგმავდით;
დრომ წაიღო სინათლე, რომელიც პატრიოტული სულის აღზევებამ მოგვიტანა;
დრომ წაიღო რწმენა, რომ ყველა­ფერი სამშობლოსთვის კეთდებოდა;
დრომ დაამოწმა მწარე სიმართლე, რომ მსოფლიო გლობალიზაციის გეგმის ნაწილი ვართ, ამიტომაც დრომ წაიღო იმედი _ ქართული, ტრადიციული საქართველოს არსებობის. ამის გარეშე კი, ანუ ქართული საქართველოს  არსებობის გარეშე, სწორედ რომ, დროში დაკარგულივით  ვიცხოვრებთ (თუ უკვე არ ვცხოვრობთ).
როგორ შევაკავოთ დრო?!
დამეხმარეთ შევაკავოთ დრო!..
თვალთმაქცობაში ცხოვრება არ მსურს!
ჩემი სამშობლო ყველაზე ლამაზია!
ჩემი სახლი ყველაზე _ ჩემია!
ამიტომაც შენ არ გაქვს უფლება და­მი­რღვიო მყუდროება ჩემს სახლში.
შენ არ ხარ ჩემი სამშობლო, ვინც მძლა­ვრობ და თავი უძლეველი გგონია. ჩემი სამ­შობლო ის პატარა ბიჭია, სკოლის მერხი რომ მიუტოვებია და სისხამ დილიდან ტომრებს ეზიდება, რომ ოჯახს სარჩო მიუტანოს. მე თავს ვხრი ხოლმე მის დანახვაზე, თუმცა მეამაყება კიდევაც _ ის არ იპ­არავს. ,,აქლემის ქურდნი” კი მას ზემოდან დასცქერიან. აქლემზე შემომსხდართ, სიმ­აღ­ლიდან მეტისმეტად უსუსურად ეჩვენებათ იგი, არადა სულაც არ არის უსუსური... ასე მიდის დრო ჩემს სამშობლოში. ჩემს სამ­შობლოში, რომელიც უსაშველოდ მტკივა...
დროის სვლას ვეგუები, მაგრამ დროის სიკვდილს ვერა, რადგან მას თან ახლავს სასი­ცოცხლო ემოციების კვდომა. ემოციების გარეშე კი ადამიანი ადამიანი აღარ არის. რობოტიზირებული ცხოვრება კი, აბა რაღა ცხოვრებააა?! თუმცა, თქვენც შეამჩნიეთ ალბათ, კარგა ხანია აქეთკენ მიგვითითებენ (შეიძლება მიგვერეკებიან კიდევაც, დროის სიჩქარეს ჩვენ ხომ ვეღარ ვაკონტროლებთ).
მაინც დიდი სინათლის იმედი მაქვს, რომელიც სიმართლეს დაგვიბრუნებს. 
მანამდე კი დამეხმარეთ!..
შევაკავოთ დრო!..
                ნონა გიგინეიშვილი
                       2019წელი  

გადასვლები: 817
FACEBOOK კომენტარები