შემოდგომა მოვიდა, ოქროსფერი შემოდგომა...
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო...
სამწუხაროდ, ეს გამოთქმა ძველ დროს მახსენებს. იმ დროს, როცა სოფლის ყველა ოჯახის ბეღელი ივსებოდა ხვავით და ბარაქით, სოფელში ბავშვების ჟრიამული ისმოდა, ბედნიერი, ჯანმრთელი ბავშვების. იმ დროს, როცა ადამიანები იმედიანი სახით დააბიჯებდნენ თავის ეზო-კარში და ახალი დღის გათენების არ ეშინოდათ.
მერე ეს ყველაფერი გაქრა და დარჩა სოფელი არაფრის იმედად...
უკვე მერამდენე შემოდგომაა ასე გრძელდება. სოფელი დაიცალა, ოჯახებმა დატოვეს მამაპაპისეული ეზო-კარი, გამოიკეტა ჭიშკარი;
სოფელმა დაკარგა მადლი...
სოფელს სახე ჩამოსტირის...სოფელი ელის თავისი შვილების უკან დაბრუნებას...
და მაინც, სოფელს ჯიუტად სჯერა, რომ ეს მალე მოხდება, მალე შევქმნით იმ სამყაროს, სადაც იქნება ეკონომიკური სიძლიერე და რწმენაც აღდგება იმის, რომ ქართველ ერს ვეღარაფერი მოერევა, ვეღარაფერი დაამარცხებს;
რაც უნდა დიდი ჭუჭყი და უბედურება მოახვიონ თავს სოფელს, იგი მაინც არ დამარცხდება საბოლოოდ. სოფელი მაინც უტეხია... სოფელია მომავლის იმედი და სწორედ იქედან დაიწყება აღორძინება. სხვა გზა არ არსებობს, რადგან მიწა აპურებს ადამიანს და შესაბამისად, ამ გზას გვერდს ვერ ავუვლით. არსებული მდგომარეობა დროებითია, სოფელი თავის სათქმელს იტყვის და ამ სათქმელში თქვენი წვლილიც იქნება უთუოდ.
შემოდგომა მოვიდა...სიხარული მოეტანოს ამ შემოდგომას თქვენთვის!..
ნონა გიგინეიშვილი
სოფელი არაფრის იმედად
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 877