ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

განხეთქილება

30-08-2021, 11:17

განხეთქილება საშინელი სიტყვაა... რა­დ­გან იგი მეტად არასას­ურ­ველ, არასახ­არ­ბიელო მდგომარეობას გამოხატავს.
თავის დროზე განხეთქილება მო­ხდა ეროვნულ მოძრაობაში, რამაც გამოიწვია ეროვნული ძალების გათ­იშვა და შესა­ბ­ამისად მისი დამ­არცხება, რადგან გათი­შულთა წინ­ააღმდეგ ბრძოლა ადვილი იყო. ეს იყო უსასტიკესი ბრძოლა, ქართ­ველის ხელით  ქართველი იღუპე­ბოდა, ინგ­რეოდა სტაბილური გარემო და ნადგურდებოდა ეკონომიკა. ასე გრძელ­დებოდა წლები; განხე­თქილება ჩვენს ფსიქიკას და ცხ­ოვრებას დაეპატრონა და დაიმორ­ჩილა... ისე დაიმორჩილა, რომ წლ­ე­ბმაც ვერ განკურნა ჩვენი ცნობ­იერი, დაგვიმონა, თვალსაწიერი დაგ­ვიხშო...
დღეს, დღეს რა ხდება? 
დღეს სახეზეა შინაგანი განხეთ­ქილება საზოგადოებაში. ეჭვი ბოგინობს, ეჭვი ყველას და ყველაფრის მიმართ. რაც ყველაზე ამაზრზენია _ეჭვი მომავლის მიმართ. განხე­თქილება, რომელიც ქართველთა სუ­ლებს ჩაბუდებია, კარგს არაფერს გვიქადის, რადგან აქედან სასო­წ­არ­კვეთილებამდე ერთი ნაბიჯია. განხ­ეთქილება სულში,  ბობოქარი ნგრ­ევა, რომელიც ძალიან ხელო­ვნ­ურად ჩამოაგორეს უბრალო ადა­მიანთა სულში ძლიერთა ამა ქვ­ეყნისა. დადგება დრო და მათ უკან დაუბრუნდებათ ეს ემოცია, მაგრამ დაკარგულ დროს და მას შეწირულ ემოციებს რაღა ეშველება;ჩვენმა შინაგანმა სიძლიერემ უნდა აჯობოს ჩვენს სულში განხეთქილ­ებას, ჩვენს უიმედობას. როგორც არ უნდა გვარყიონ, ვერ შეგვა­რყევენ!..
მავანთ აწყობთ ჩვებს სულში გან­ხ­ეთქილება... ფიქრობენ მოიგ­ებენ...
ვერა!..
ვერ მოიგებენ!

ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 35
FACEBOOK კომენტარები