ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ქართველს ქართველთან თუ დასჭირდა ბრძოლა, მოგებული არავინ დაჩება!

27-08-2021, 11:52

საქართველოს ისტორია მუდმივი ბრძო­ლების ისტორიაა. ბრძოლა არსებობის­თვის, ბრძოლა გადარჩენისთვის... უსასრულო, დაუსრულებელი ბრძოლა. ეს ალ­ბათ ბედისწერაა, საქართველოს ­წერა.
...ბევრჯერ მიფიქრია, რომ საქართვე­ლოს ისტორია მაშინ შეწყდება თუ მან ბრძოლას დაანება თავი. ბრძოლისთვის თავის დაუნებებლობაც ბედისწერაა და გვჯერა ამის... ეს რწმენა ასაზრდოებს ქართველს, ხშირად სასოწარკვეთილება­ში ჩავარდნილს...
მუდმივი საფრთხე აფხიზლებდა ქართ­ველს; აფხიზლებდა და ძალას აკრებინებდა... 
მტერი უთვალავი იყო... რიცხობრივად ათჯერ, ასჯერ მეტი, მაგრამ იგერიებდა; იღუპებოდა ქართველი, მაგრამ არ თმობდა მშობლიურ მიწას, მამისეულ კერას არ აციებდა და ამოდიოდა კვამლი, შეიძლება ღარიბი, მაგრამ შვილების სუნთქვით გალაღებული სახლებიდან. ქა­რ­თველის ჯიში ჯიშად რჩებოდა და თა­ვისი თვითმყოფადობით ამაყობდა. ასე გრძელ­დებოდა საუკუნეების მანძილზე. უძლებდა ქართველი გარეშე მტერს, მაგ­რამ... მაგრამ შინაურ მტერთან ბრძოლა თავ-ბედს აწყევლინებდა, რადგან საკუ­თარ სისხლთან და ხორცთან შებმა ორგ­ზის მძიმე იყო... არადა თითქოს ესეც ბედისწერაში ედო ქართველს _ დაუნდობლობა, შური, ღვარძლი... ქონების მო­პო­ვებისთვის თვისტომის გაწირვა... ,,ცივილიზაციამ“ გააღრმავა, გაშალა, გააფარ­თოვა ეს საშინელი სენი _ ძმათა შორის შუღლი, რასაც საფუძვლად ქონებისმოყვარეობა უდევს საფუძვლად. რამ, თუ არა იმ დიდმა უბედურებამ, რასაც კორონავირუსი ჰქვია სახელად, უნდა დაანახოს ადამიანს, რომ არაფერია ამ ქვეყნად სიცოცხლეზე დიდებული, ყველა მილიონი შეიძლება მოგატოვებინოს უკან ერთმა ავბედითმა დღემ და ამას ისე დაუნანებლად აკეთებს ეს საშინელი ვირუსი, რომ დაფიქრებასაც არ აცლის ადამიანს. შეჩერდით და გაუფრთხილდით ადამიანებო ერთმანეთს! შეჩერდით, თქვენ, ხელმრუდობით აყვავებულო ვაიქართვე­ლე­ბო, არაფრად გიღირდეთ მილიონები! ის ერთი მოშიებული ბავშვის ცრემლადაც არ ღირს. არადა, ასეთი ცრემლიანი დღეს ბევრია, სამწუხაროდ. ქა­რთველს გარეშე მტერთან ბრძოლაც ეყოფა. ნუ აიძულებთ, თქვენს წინააღმდეგ ბრძოლას!..ქართველს ქართველთან თუ დასჭირდა ბრძოლა,  მოგებული არავინ დაჩება!
ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 988
FACEBOOK კომენტარები