ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პროგრესი თუ რეგრესი?

6-08-2021, 12:33

ყველა ნორმალური ადამიანი ცხოვრობს დღევანდელი დღით და მომავლის იმედით. ისიც კაცთა წესია, რომ დღევანდელს ხვალინდელი სჯობდეს. ამ იმედით უცხო­ვრია კაცობრიობას და ეს განწყობა არის სწორედ წინსვლისთვის სტიმული და თითქმის გარანტიაც კი.
 და მაშინ, როცა ეს სტიმული იკარგება, ადამიანის ცხოვრება კარგავს აზრს. ამ დანაკარგს კი რაც ახლავს, ყველას კარგად მოეხსენება. უთუოდ, შენც გიფიქრია ამაზე ჩვენო მკითხველო, იმიტომ რომ, სხვა და სხვა დროს მსგავსი ფაქტის წინაშე დამდგარხარ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ხელი თუ ჩაგიქნევიათ, მხოლოდ დროებით.
უფრო მასშტაბურად? უფრო მასშტაბ­ურად კი რა ხდება ამ დროს?რევოლუცია. დიახ, რევოლუცია, რო­მელიც ანგრევს ძველ სისტემას, მაგრამ, სამწუხაროდ, სულაც არ არის რევოლუცია უკეთესი ახალი სისტემის შექმნის გარანტია.
და ასე გადის დრო... ასე იწირება თაობა...  ან უარესი _ იწირებიან თაობებიც კი. 
პასუხს ვინ აგებს?! 
არავინ... უბრალო ადამიანთა ზურგზე ტყავის ახდით გამილიონერებულ ერთე­უ­ლებს სულაც არ ადარდებთ შენი ბედი. მათ ის განათლება და მორალიც არა აქვთ, რომ იგრძნონ პასუხისმგებლობა და შეწუხდნენ სხვათა დაზარალების გამო.
ასეთი ყოფა ჩვენი მომავალი თაობის წინაშე შემაშფოთებელი დანაშაულის შე­მცველია.
როცა რეგრესი სჯაბნის პროგრესს და ეს გრძელდება წლების მანძილზე, შენ გიჩნდება პროტესტის გრძნობა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ყოფის შესაცვლელად. მოჩვენებითი ლამაზი ზღაპრის ისტორიის დიდი ხანია აღარავის სჯერა... 
დასრულდა ზღაპარი...  მაგრამ პრაქტი­კულად როდის დასრულდება ესაა საკი­თხავი... 
მე, შენ, მას _ ძალიან გვინდა ბევრი ღიმილი დადიოდეს საქართველოში... მალე სულ მალე...
ეს ჩვენ ძალიან გვინდა!...
              ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 739
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა