ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მაინც დადგება უკეთესი დღე! მაინც! გჯეროდეთ!

30-07-2021, 12:36

იყო დრო ზაფხულში, ადამიანები ისვენებდნენ, ფიზიკურად და სუ­ლიერად.იყო დრო მომავლის არავის ეშინოდა...
იყო დრო ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ ანგარების გარეშე, ერთმანეთის სჯეროდათ და ამაყობდნენ ერთმანეთის წარმატებებით...
იყო დრო შენ-ჩემობა ცხოველის ინსტიქტის დონემდე არ იყო და­სული და ვხარობდით ალალად სხვათა ეკონომიკური წინსვლით...
და ასე შემდეგ!..
დიახ, იყო ასეთი დრო!..
დღეს კი, დღეს ვეღარ ვარკვევთ რა დროში ვართ და როგორ დროში; რამ მოგვიტანა ეს დრო და რამ უნდა წაიღოს თუ წაათრიოს...
 რა ძალამ უნდა წაათრიოს?! 
ერთი რამ კი უთუოდ ცხადია _ ამ დროისგან უნდა დავიხსნათ თავი, როგორმე უნდა დავიხსნათ.
ბევრი გაურკვევლობაა ირგვლივ, ბევრი...
საქმე იქამდეა მისული, თავი რომ შეეცოდება ადამიანს... ეს საშინე­ლებაა. 
აქედან ერთი ნაბიჯია სასოწარკვე­თილებამდე.
სასოწარკვეთილი ადამიანი უკვე საპატრონოა... 
პატრონი კი სად არის სად?! 
ჩვენი პატრონი ჩვენი უფალია, რა თქმა უნდა, რომელმაც მოგვცა აზ­როვნება, თავისუფალი ნება და უნარი თეთრი გავარჩიოთ შავისგან.
...უბედურება იმაშია, ეჭვია, თეთრის და შავის გარჩევის უნარიც ხომ არ დავკარგეთ ადამიანებმა.
ოჰ, ეს ეჭვი, რომელიც ანადგურებს საღ აზრს!
ოჰ, ეს ეჭვი, რომელიც წინსვლის სურვილს ახშობს...
მაინც დადგება უკეთესი დღე! 
მაიც! გჯეროდეთ!
           ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 846
FACEBOOK კომენტარები