ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ფუტურო ხე ნაყოფს ვერ იძლევა...

26-07-2021, 11:13

მე-20 საუკუნის დასასრულს საქართველოში იყვნენ ადამიან­ები, რომელთაც საქვეყნო საქმეების კეთების სურვილი ამოძრა­ვებდათ. ჩვენდა სამწუხარიოდ, მათ არ აღმოაჩნდათ უნარი ერ­თმანეთისთვის თანხმობის და თა­ნამშრომლობის ხელი გაეწო­დე­ბინათ...
და შედეგიც მოიმკეს _ ნგრევა და სიკვდილი... შესაბამისად _ ეკონომიკამორღვეული ქვეყანა, და­ჩაჩანაკებული, დამშეული ხა­ლ­ხი, დამცირებული ერი...
ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო... ჩვენ? ჩვენ რა დღეში ვართ? ჩვენ ვის შეც­დომებზე ვსწავლობთ? ან ვსწა­ვ­ლობთ კი? 
შეხედეთ, რა დღეშია ჩვენი ქვეყანა? შეხედეთ და დაფიქ­რდით, რამ მიგვიყვანა აქამდე? ვინ გაასაცოდავა ქართველი ხა­ლ­­ხი? მათ  ხომ ბრალი არა­ფე­რში მიუძღვით, არადა მუდმივად უწევთ იმ ფაქტის წინაშე დგომა, როგორ წეწავენ საქართველოს მა­ვანნი, ვისაც მხოლოდ თავის სათარეშო არედ უქცევია ეს ქვეყანა. სწორედ ხა­ლხის მიერ მიცემული ძალაუფ­ლებით გაფხორილნი ვეღარ ეტევიან ამ სამყაროში და ვეღარ ამჩნევენ, რომ ადამიანური სახე დაკარგეს. თუ კარგად დავფიქ­რდებით, შე­იძლება აღმოვაჩინოთ, რომ მა­თზე უფრო საცოდავი არავინაა ამ ქვეყანაზე, რამეთუ არმად შე­ძენილი ქონება, არანაირი ღირე­ბულება არ არის ადამიანის­ათვის, ამას ხომ სულიერი ღი­რებულებების დაკარგვა ახ­ლავს თან?!
სულის და გულის გარეშე კი ადამიანი დაცარიელებული ყუ­თია, ფუტუროა... ისიც მოგეხ­სენებათ, ფუტურო ნაყოფს ვერ იძლევა...
ჩვენ კი ნაყოფს ველით... მსხმო­იარე ხე გვჭირდება...
ფიქრმა დაღალა სამყარო... ფითრმა დაფარა სამყარო...
სამყარო განახლებადია... ამით იმედობს ადამიანი...
        ნონა გიგინეიშვილი


გადასვლები: 910
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა