ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ ძალადობდა საბჭოთა ხელისუფლება?

23-07-2021, 11:22

ოქტომბრის რევოლუციის პირ­ველივე დღიდან საბჭოთა ხე­ლ­ის­უფლება ძალადობდა ხალ­ხზე. მი­­­ზეზი იყო ის, რომ სო­ცია­ლის­ტუ­რი ეკონომიკური სისტე­მა ვერ ვი­­თარდებოდა და საბ­ჭო­თა ხელ­ის­უფლება ყველა­ფ­ერს აბ­რალებდა ქვეყნის ,,მტრებს”. აბრალებდა და დაუ­ზო­გავად ,,ჟუჟავდა” ხალხს. არადა, ხა­ლ­ხზე ძალ­ად­ობით ეკო­ნომიკა არ ვითარდებ­ო­და... 
 ფიქრი იმაზე, რომ პოლ­იტ­ი­კაში ყველაფერი კარგად იქნება ქვეყნის ეკონომიკური სიძ­ლი­ე­რის გა­რეშე, უდიდესი შეც­დ­ომაა. როგორც ჩანს, ძალადო­ბა, სახელმწიფოს თანმდევი მახას­ია­­თე­ბე­ლია, ძალადობა არის ერ­თ­გვარი თავის გადარჩენის გზა, თუმცა დროებითი, რადგან ძა­ლ­ა­დ­ობით ბუნებრივ პროცესებს ვერ შეაჩერებ. ცხოვრება თავი­სას ითხოვს, ითხოვს განვითა­რებას, ადამიანები ელიან უკ­ე­თ­ე­სი ცხოვრების პირობებს, ეს­აა მათი მთავარი პოლიტიკა, ამას ითხოვენ პოლიტიკოსებისგან. 
 საბჭოთა ეპოქამ ძალადობით დრო შეაჩერა, დრო, რომელმაც თაობები გაისტუმრა იმ ქვეყნად.  
 დღევანდელ, დემოკრატიულ სივრცეში, გახსნილ სამყაროში, ადამიანები მეტს ხედავენ, მეტს აღიქვამენ, მეტს ითხოვენ _ ვე­ღარ მოატყუებ, ამიტომ ძალ­ად­ობით ვერც ერთი მთავ­რობა შე­დეგს ვერ მიიღებს _ გამარჯვება მხოლოდ დროებითია.
 ქვეყნის ეკონომიკური აღმავ­ლობა, აი, რისთვის უნდა იბ­რ­ძო­დეს ხე­ლ­ის­უფლება, აი, რის­თვის უნდა ხა­რჯა­ვდეს ყველა შესაძლებ­ლ­ო­ბას; ჩვენთან კი... ჩვენთან ბრძოლა მიდის არ­ჩევნებიდან არ­ჩევნებამდე თავის გატანის­თვის, არაკანონიერი გზით პი­რა­დი გამდიდრებისთვის. 
 საიდან ღატაკ ქვეყანაში ამდე­ნი მილიონერი ხელისუფალი?! რა თქმა უნდა ხალხის გა­ღა­ტ­აკების ხარჯზე. ხალხმა ეს იც­ის. ხალხს არა აქვს თმენის ვალდებულება...
        ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 765
FACEBOOK კომენტარები