ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ავკაცობა საქართველოში

19-07-2021, 11:18

 საქართველოს ყველა დროში ჰყა­ვდა გამორჩეული შვილები, რო­­­მ­ელთა მხრებზე იდგა ქვეყნის ავტორიტეტი. თუმცა ხშირ შე­მ­თხ­ვევაში ისინი იდევნებოდნენ, მათი ღვაწლი არ ფასდებოდა...
 ფასდაუდებელ ადამიანებს, სწო­რედ მათი ფასის გამო, ხშირად ქვეყანას ატოვებინებდნენ, ხშირ­ად კი ამ წუთისოფელსაც. 
 ქვეყნიდან გახიზნული ნაღდი ქართველები მაინც აკეთებდნენ თავის საკეთებელს. გადიოდა დრო და რაღაც ფორმით მათი ღვაწლი ფასდებოდა. ამ წუთი­სოფლიდან გასულნი კი იქედან ლოცულობდნენ თავის სათაყვა­ნებელ ქვეყანაზე.
...და საქართველოს გაჰქონდა თავი...
ვაიქართველნი კი, რომელთა ავკაცობის გამო ხდებოდა ყო­ველი­ვე, მხრებს იჩეჩავდნენ.
 გრძელდებოდა ავკაცობა საქა­რ­თველოში და დღესაც გრძელ­დე­ბა. 
 ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ბო­როტისა და კეთილის მუდმივი ბრძოლის შესახებ. ბოროტება ძლიერია, მაგრამ კეთილი თავისი საზრისის გამო _ უძლიერესი. სწო­რედ ამიტომ იგი საბოლოოდ მაინც იმარჯვებს, რაც ქვეყნის სულზე აისახება. სწორედ ამ სუ­ლის გამო შემორჩათ ადამიანებს სხვადასხვა სულიერი ღირებუ­ლებები, თუნდაც ისეთი, როგორიცაა გაკვირვების უნარი. ჰოდა, უკვირთ ქართველებს დღესაც ბევრი რამ, მაგრამ ცხოვრება მაინც თავისას მიე­რეკება და მიაქვს მათი გაკვირვება, რადგან ხვალინდელი დღევან­დელს ავიწყებს. რას შეიძლება გაეოცებინა ქართველი კაცი მას შემდეგ, რაც  ბოლო წლების მანძილზე ხდება. რა დამოკიდებულებას, რა ავკაცობას, მაგრამ ავკაცობები გრძე­ლდება, შესაბამისად ჩვენი გაკ­ვირვებაც სახეზეა. ნეტავ სა­და­მდე?! 
         ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 529
FACEBOOK კომენტარები