ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რაც არ ვითარდება, ლპება...

12-03-2021, 12:06

შევჩერდით იმაზე, გაგვერკვია რა არის ჩვენი ცხოვრების წესი და რიგი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა შეიქმნას ჩვენი წესრიგი, ანუ ჩვენი წონასწორობა, ანუ ჩვენი მშვიდობა.
რა არის მშვიდობა?
მშვიდობა არის ბედნიერება.
ყველა ნორმალური ადამიანი ბედნიერებისკენ ისწრაფვის, ყველას სურს მშვიდობა იყოს თავის ირგვლივ, ანუ შინ. გარეთაც, რადგან მხოლოდ საკუთარი ბედნიერებით ვერ იქნები ბედნიერი. თუ იქ, იქ და იქ უბედურებაა, შენ როგორ გაიხარებ?! შენ როგორ იზეიმებ, შენ როგორ იდღეგრძელებ, როგორ?! თუ შენს ირგვლივ ხედავ გაუბედურებულს, ცრემლიანს, დარდიანს, წაქცეულს, ვერწამოყენებელს ხედავ _ შენ როგორ არ იდარდებ, შენ ხომ ადამიანი ხარ?!
და რა არის ჩვენი ცხოვრების წესი და რიგი?
სხვისი ჭირის და ლხინის გაზიარება.
სხვისთვის წუხილი და შრომა...
სხვისთვის ნუგეშისცემა...
და შენ ყველაფერი ეს შეგიძლია?.. 
შეგიძლია მაშინ, როცა გაქვს შენი ცხოვრების წესი და რიგი, რომელიც სიყვარულზეა აგებული; რომელიც შრომაზე, სწავლაზე და აზროვნებაზე, რუდუნებაზეა აგებული.
ხანდახან ეჭვი არ გიჩნდებათ, ჩვენზე საეჭვოდ ხომ არ ზემოქმედებენ საეჭვო ძალები?!
ხანდახან ეჭვი ხომ არ გიჩნდებათ _ ხომ არ გვაცლიან ხელიდან ღირსებებს, ხელოვნურად, დაუნანებლად, ანუ ჩვენს წესსა და რიგს გვიბლოკავენ. 
...და ვისი ხელით კეთდება ეს?
მათი ხელით, ვისაც სურს და აწყობს ჩვენი თავისუფლების მითვისება; 
ვისაც აწყობს ჩვენი დამონება; 
ვისაც აწყობს ჩვენი განვითარების შეჩერება;
ის, რაც არ ვითარდება ლპება...
აი, საიდან უნდა დავიხსნათ თავი  _ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი განვითარების შეჩერებისგან.
პასუხი კითხვაზე _ რა არის ჩვენი ცხოვრების წესი და რიგი _ ერთადერთია: 
_ განვითარება!
... რადგან, ვიმეორებთ, რაც არ ვითარდება, ლპება.
მომყევით, ერთად ვიფიქროთ როგორ განვვითარდეთ!
ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 39
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა