ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ გაატარეთ წლევანდელი ზაფხული

1-09-2017, 00:00

გოჩა სვანიძე (თბილისში მცხოვრები): – აქ სოფელი გვაქვს და ვისვენებთ. ხანდახან ზღვაზე დავდივართ გრიგოლეთში.გენო იმნაძე (სოფ. ლესა):– რა დასვენება, არსად ვყოფილვართ წლებია. დასვენებას ფული სჭირდება, ჩვენ კი ელემენტარული შემოსავალი არ გვაქვს. თავი ძლივს გაგვაქვს.ნელი გოგოლაძე (სოფ. შრომა): - ალბათ ხუმრობთ, წვრილშვილის პატრონი ვარ, სოციალურად დაუცველი ვიყავი, ამ შემწეობით ძლივს გაგვქონდა თავი, ახლა ესეც მოგვიხსნეს. ოჯახებში დავდივარ სამუშაოდ, ხოლო ბავშვებს უფროს ქალიშვილს ვუტოვებ.ბახვა ჯორბენაძე (სამტრედია): – დასვენებას საშუალება უნდა, არსად წამიყვანია ოჯახი. აქ ჩემი ძმის ოჯახი ცხოვრობს, რომელთანაც ვახერხებთ ჩამოსვლას.თინათინ თამაზაშვილი (ჩოხატაური) – უკიდურეს გაჭირვებაში ვიმყოფებით, რა დასვენებაზეა საუბარი. იმაზე ვფიქრობ ბავშვებს რა ვაჭამო, ავადმყოფი მეუღლე მყავს, არ შეუძლია მუშაობა. დაიწყებენ ახლა წინასაარჩევნოდ ჯამბაზობას. მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად ვართ, დასვენება კი არა...საშა კიკალეიშვილი (სოფ. იანეთი): – ფული დასასვენებლად კი არა, პურის საყიდლად არ მყოფნის. ჩვენი საშველი არ არის და არც რაიმეს იმედი მაქვს.რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები