ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას ფიქრობს ხალხი "აზიურ ფაროსანაზე"?!

29-08-2017, 00:00

თამილა გორგაძე, ჯიხანჯირი: წელს ძალიან ცუდი მოსავალი გვექნება, შეიძლება სულაც ვერ ავიღოთ, რადგან ამ საშინელმა მწერმა ყველაფერი გაანადგურა, თხილი ხომ შეჭამა დამოსპო, ახლა ხილს და ბოსტნეულსაც დაერია, ისკიარა, ყანისფართობებსაცმიჰყოხელი. საშემოდგომო დალბათ, მოსავალსაც ვერ ავიღებთ, ზამთარს როგორ გადავიტანთ, არვიცი. არც სამუშაოასადმე, რომ ფული იშოვოს ადამიანმა, ყველა ხომ საზღვარგარეთ ვერ წავა.ზინაიდა ბარამიძე, ლანჩხუთი: წელს ძალიან ცუდი, უშემოსავლო წელი იქნება, რადგან ამ ,,ფაროსანას’’ გადამკიდე, ვერაფერს ვერ მივიღებთ, შესაბამისად პროდუქტების ფასიც მოიმატებს, ჩვენ კი, ბევრნი, პენსიის იმედად ვართ. ეს მცირე პენსია კი ვის ეყოფა, ჩვენი მთავრობა მხოლოდ არჩევნებზე ფიქრობს. ადრე უნდა ეზრუნათ ამ მავნებლის წინააღმდეგ, ფართობები ადრე უნდა შეწამლულიყო, რომ მოსავლის ნაწილი მაინც გადაგვერჩინა. ახლა რა გვეშველება, არვიცი.კობა ცინცაძე, ლანჩხუთი:წელს მოსავალი საერთოდ თუ გვექნება, არვიცი. ამ მწერმა ყველაფერი გაანადგურა. ადრე უნდა შეწამლულიყო ფართობები, ყველაფერი რომ განადგურდა, მერეშეწამლეს. წელს ალბათ პროდუქტებიც გაძვირდება. ეს და საწვავი მწერი ყანასაც კი შეესია. სიმინდის ტაროები ცარიელი ფუჩეჩია, მარცვალი არ არის, ისედაც ხალხის დიდ ნაწილს ყანა არ დაუთესავს უფულობის გამო. შესაბამისად სიმინდის ფასიც მოიმატებს.ალეკო გვარჯალაძე, ლანჩხუთი: წელს მოსავალი ძალიან ნაკლები გვექნება, რადგან ამ საშინელმა მწერმა ყველაფერი დაგვიზიანა. დაგვიანებითDშეიწამლა ფართობები. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ საკითხებზე უნდა მუშაობდეს, ადრე უნდა მიეღოთ შესაბამისი ზომები, ახლა არვიცი, რაგვეშველება, ,,გაჭირვებულკაცს, ქვააღმართზე მიეწიაო’’, ასეა ჩვენი საქმეც. 87 წლის კაცი ვარ, სად არ მიმუშავია, 43 წელი მარტო მძღოლად ვმუშაობდი, შემოვლილი მაქვს ნახევარი მსოფლიო, 1953 წელს უკრაინაში, პოლტავაში ვმუშაობდი. ხორბლის მოსავალს რომ ავიღებდით, მაშინვე იწყებოდა ფართობების შეწამვლა, რომ რაიმე მავნებელი არ გაჩენილიყო, ამის შემდეგ კიდევ იწამლებოდა. ალბათ, ზამთარი წელს ძალიან მძიმე გადასატან იქნება.ქეთევან ლიპარტელიანი, ლანჩხუთი: ამ მავნებელმა მწერმა მოსავალი დააზიანა, შესაბამისად წელს მოსავალიცნაკლები იქნება. ამერიკელებიდან კარგი უნდა გადმოვიღოთ, იქ ფართობები სახლის გან ძალიან მოშორებით აქვთ, ჩვენთანკი, პირიქით. ადრე უნდა შეწამლულიყო ფართობები, ესიყოგამოსავალი.ანა სულაბერიძე, ლანჩხუთი: ყველაფერი დააზიანა ამ საშინელმა მწერმა, თხილი ხომ გაანადგურა, ახლა ხილ-ბოსტნეულსაც დაერია, ყანასაც კი შეესია. ალბათ, მოსავალი ნაკლები იქნება. პროდუქტებზეც ფასებიცმოიმატებს. რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს. ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს.ზვიად მარგალიტაძე, ლანჩხუთი:ძალიან დაგვაზიანა ამ მავნებელმა მწერმა, თხილი ხომ დააზიანა, ხილ-ბოს ტნეულიც გააფუჭა, ახლა ყანასაც შეესია. ყანის მოსავალი ძალიან ნაკლებიიქნება, შესაბამისად პროდუქტებზეც ფასები მოიმატებს. მგონი ადრე უნდა შეწამლულიყო ფართობები. ცისანა კვირკველია, აგარაკი:რაცხა ,,ფაროსანაა’’ ამ მწერმა ყველაფერი გააფუჭა, მოსავალი ხომ გაგვინადგურა, ახლა სახლებშიც შემოვიდა, წარმოგიდგენიათ, ლოგინშიც კი ვნახე, რაიმე უნდა იღონოს მთავრობამ თორემ ხალხი ძალიან მძიმე დღეში ჩავარდება. 83 წლის ქალი ვარ და ასეთი არაფერი გამიგია. ჯერ იყო და სოციალური დახმარება მომიხსნეს, დიდი სახლი გაქვსო. სახლს ხომ ვერ შევჭამთ, თავი რით უნდა გავიტანოთ. მოვიდნენ და შეამოწმონ რა მაქვს შემოსავალი,პენსიაზე ვცხოვრობ. სხვაგან ხომ შეწამლეს ჩვენთან რატომ არ შეწამლეს, ისევ ვარ გაბრაზებული, რომ არჩევნებზეც არ წავალ, ამით ჩემს პროტესტს გამოვხატავ.რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა