ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორი განწყობით ხვდებით მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?

როგორი განწყობით ხვდებით მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?
12-06-2017, 00:00

მაყვალა მიქაბერიძე, ჩოჩხათი _ რა თქმა უნდა, მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში და იმედი მაქვს, რომ ისეთ წარმომადგენლებს ავირჩევთ, რომლებიც გამოადგება რაიონს და მის მოსახლეობას. მთავარია დაპირებები შეასრულონ და ხალხი არ დააღალატონ. იამზე სულაბერიძე, ჩიბათი _ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, რადგან ხალხმა უნდა აირჩიოს საკრებულოებში თავისი წარმომადგენლები. მართალია, იმედი მაინც და მაინც არ მაქვს, მაგრამ შეიძლება სასწაული მოხდეს და დაპირებები შეასრულონ. ვისურვებდი ისეთი გამგებლისა და მერის არჩევას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ხალხზე იზრუნებს და ყველაფერს არ ჩაიდებს ჯიბეში, მნიშვნელოვან ნაწილს აუცილებლად ხალხს მოახმარს. პირველ რიგში გზები უნდა მოწესრიგდეს, შემდეგ სოციალური დახმარებები გასცეს გაჭირვებულ მოსახლეობაზე, შემდეგ ფაბრიკა-ქარხნების აშენებაზე იზრუნოს და ხალხი დაასაქმოს. თუ ეკონომიკური ღონისძიებები ჩატარდება, ხალხიც ამოისუნთქებს და ცოტა შეღავათს იგრძნობს. ადამ ორაგველიძე, ნიგოითი _ ისეთი გამგებელი უნდა ავირჩიოთ, რომელიც აუცილებლად შეასრულებს დაპირებებს და ხალხს აუცილებლად მიხედავს, გაიზიარებს მის პრობლემებს და იზრუნებს მის გამოსწორებაზე თუ არადა ძალიან დავიჩაგრებით. დღესდღეისობით ჩვენი პენსია ძალიან დაბალია, რომელიც არაფერში გვყოფნის. არც სასმელ-საჭმელში და არც წამლებში. ხალხი წინასწარ იღებს პენსიებს ავანსად, ამაში კი ბანკები პროცენტებს გვახდევინებენ, ისე რომ ნახევარს ძლივს ვიღებთ. არც ჯანმრთელობის დაზღვევის კმაყოფილები ვართ. ადრე გადაუდებელ მკურნალობებს მაინც აფინანსებდნენ. ახლა ესეც არ არის. თვალის ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი და არ ვიცი როგორ გავიკეთო. თანხა არა მაქვს. ნეტავი ისეთ გამგებელს ავირჩევდეთ, რომელიც ხალხის პრობლემებს გაიზიარებს და ყველა ღონეს იხმარს, რომ პრობლემები აუცილებლად მოუგვაროს. ანტონ სამსონია, მამათი _ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ, მაგრამ იმედი არა მაქვს, რომ ისეთი გამგებელი მოვა, რომელიც ხალხზე იზრუნებს. არა ვარ წინააღმდეგი _ თვითონაც ჭამოს, მაგრამ ხალხსაც აჭამოს. ყველაფერს რომ ჯიბეში იდებენ, იმიტომაც არის რომ ქვეყანას ძალიან უჭირს და ხალხიც უღარიბეს მდგომარეობაში იმყოფება. იმედია, აწი მაინც გამოსწორდება მდგომარეობა, თორემ დავიღუპებით. ალექსანდრე დოჩანაშვილი, ქუთაისი _ არჩევნებში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ არ ვიცი ის პიროვნება გაამართლებს თუ არა ხალხის ნდობას და კიდევ არ დაგვაღალატებს. ასევე იმედი მაქვს რომ არჩევნებს არ გააყალბებენ და ხალხის არჩეულ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. პირველ რიგში კანონები უნდა შეიცვალოს. პრემია-დანამატები მოიხსნან და ის დიდი ხელფასები იკმარონ, რაც აქვთ და ხალხის ბიუჯეტს არ დააწვებიან კისერზე. სინდისიც კარგი საქონელია, ისეთი დაბალი მიზერული პენსიები აქვს ხალხს, პარლამენტარები და ჩინოსნები კი მხოლოდ და მხოლოდ პრემიებსა და დანამატების აღებაზე ფიქრობენ. რა გააკეთეს პრემიის ფასი? ქვეყანა გააღარიბეს და ხალხის ბიუჯეტი შეჭამეს. პირველ რიგში ფაბრიკა-ქარხნები უნდა აშენდეს და ხალხი დასაქმდეს, თორემ ხალხი კიდევ უარესად გაღარიბდება და მთლად დავიღუპებით. რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები