ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თქვენი აზრით, რამდენად რეალურია გავრცელებული ცნობა, რომ დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ცდილობდა პატრიარქის ციანიდით მოწამვლას?!

თქვენი აზრით, რამდენად რეალურია გავრცელებული ცნობა, რომ დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ცდილობდა პატრიარქის ციანიდით მოწამვლას?!
1-03-2017, 00:00

ბელა თევზაძე, ლანჩხუთი: ეს ყველაფერი გამოგონილია, მე მგონი საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც იფიქრებს პატრიარქის მოწამვლას, არათუ თვით სასულიერო პირი, ისიც პატრიარქთან საკმაოდ დაახლოებული. ვფიქრობ, რომ ეს მისი მტრების მიერ შემუშავებული გეგმა იყო, რომლის მიხედვით სურდათ მამა გიორგი ჩამოეშორებინათ ყველაფერს და პატრიარქისთვის არ გადაეცა წერილი, რომელშიც ყველაფერი იყო დეტალურად დაწერილი საპატრიარქოს ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით და სხვა კორუფციულ გარიგებებზე. ვფიქრობ, მისი დაკითხვის შემდეგ ფარდა აეხდება ყველაფერს და თავისი სახელი დაერქმევა. ნუკრი ვადაჭკორია, ლანჩხუთი: ეს, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე. მგონია, ეს ყველაფერი მოწყობილია, ვიღაცას აწყობდა მისი გზიდან ჩამოშორება, არ უნდოდა სიმართლის დადგენა და ყველაფერი ეს განგებ გავრცელდა. პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს და ყველაფერი გაირკვევა. მამა გიორგიც მისცემს ჩვენებას და ყველაფერს ნათელი მოეფინება. თუმცა საფიქრებელია, სიმართლე დადგინდება თუ არა?! მაყვალა მოქია, ლანჩხუთი: სასულიერო პირი ასეთ საქმეს არც კი მოიფიქრებდა, არათუ ჩაიდენდა. ალბათ, ყველაფერი განგებ მოუწყვეს. იმედია, სასამართლოზე ყველაფერი გაირკვევა და სიმართლეც დადგინდება. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მამა გიორგი ასეთ რამეს არაფრით ჩაიდენდა. დუდანა იმნაიშვილი, შუხუთი: ეს ინფორმაცია არაფრით არ იქნება მართალი, არათუ სასულიერო პირი, არამედ სხვაც კი არ ჩაიდენდა ასეთ რამეს. ჩვენი პატრიარქი ყველას უყვარს და მის მოწამვლას არავინ ეცდებოდა. მამა გიორგი სასამართლოს მისცემს ჩვენებას და ყველაფერს ნათელი მოეფინება. ვფიქრობ, ის ბევრ რამეს იტყვის, რაც ხდებოდა და ხდება საპატრიარქოში. მერაბ ვადაჭკორია, ლანჩხუთი: ეს ყველაფერი ჩაწყობილი ამბავია, ყველაფერი იმისათვის, რომ სიმართლე არ დადგინდეს. ჩვენების მიცემის დროს მამა გიორგი იტყვის ყველაფერს და საქმესაც სიმართლე მოეფინება. აქ, ალბათ, სხვა ამბავია. რაღაც ხდება საპატრიარქოში, რაც ასე აღელვებთ მოწინააღმდეგეებს. სასამართლოზე ყველაფერი გაირკვევა, თუ რა თქმა უნდა, საქმე საფუძვლიანად გამოიძიეს. ირა ვადაჭკორია, ლანჩხუთი: ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოგონილია და განგებ შეთხზული. დეკანოზი ასეთ რამეს არ ჩაიდენდა და არც გაიფიქრებდა. ალბათ, ბევრი რამ იცის მამა გიორგიმ, რაც საპატრიარქოში ხდება და ვიღაცეებს არ სურთ სიმართლე გაცხადდეს. მამა გიორგი ჩვენებას მისცემს და სიმართლეც გაირკვევა. ძალიან გვაინტერესებს ჭეშმარიტების დადგენა და სულმოუთქმელად ველოდებით ინფორმაციებს ამ ამბების შესახებ. ლაშა ჟორჟიკაშვილი, ჩოხატაური: რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის. მამა გიორგიც არაფრით ჩაიდენდა ასეთ რამეს. ეს ყველაფერი განგებ მოწყობილია. მამა გიორგიმ იცოდა, რაც ხდებოდა საპატრიარქოში _ რა კორუფციული გარიგებები, ქონების გასხვისება და ფულების გაკეთება. დეკანოზს ხელი მიუწვდებოდა ამ ყველაფერზე და ამიტომაც გადაწყვიტა ყველაფერი მიეწერა პატრიარქისთვის, დეტალურად და ფაქტებით დადასტურებული, თუ რა კორუფციულ ამბებშიც იყვნენ ჩართულები საპატრიარქოში. რახან გადაწყვიტა დუმილის დარღვევა და ჩვენების მიცემა, ალბათ, ყველაფერს ფარდა აეხდება, მაგრამ საფიქრებელია ჭეშმარიტება მართლა დადგინდება თუ არა. ახლა უნდათ ხალხს რწმენა შეურყიონ და ეკლესიასაც ბზარი გაუჩინონ. ამ ყველაფერზე კი ხალხის ყურადღება გადაიტანონ, რათა დაფარონ ქვეყანაში მიმდინარე მძიმე ეკონომიკური მოვლენები, ლარის გაუფასურება, ხალხის დაუსაქმებლობა. როგორ იქნება ქვეყანაში სიმშვიდე, როცა საპატრირქოში ირღვევა სიმართლე. ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ხალხის პრობლემების მოგვარებას და ჭეშმარიტი კანონმდებლობის დამკვიდრებას. მარიამ ჩიქვილაძე, იანეთი: ეს ყველაფერი მოწყობილია, ვიღაცას არ უნდოდა მამა გიორგის პატრიარქისთვის წერილი გადაეცა და სიმართლის გაცხადება, ამიტომ განგებ მოაწყვეს ეს სპექტაკლი. რახან მამა გიორგიმ გადაწყვიტა ჩვენების მიცემა და ყველაფრის ახსნა, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაირკვევა. ხალხი ენდობა ეკლესიას და ღმერთის რწმენა აქვთ. ალბათ, უნდათ ეს რწმენა ხალხს შეურყიონ, მაგრამ ღვთის ნებით ეს არ მოხდება. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ღმერთი არ გასწირავს და ყველაფერი კარგად იქნება და პრობლემებიც მოგვარდება. რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები