ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ხელფასები საბჭოური გვაქვს საქართველოში, ხოლო ფასები ევროპული

ხელფასები საბჭოური გვაქვს საქართველოში, ხოლო ფასები ევროპული
2-11-2022, 12:07

შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მაშინ, როცა კატასტროფულად მოიმატა ფასებმა საკვებ პროდუქტებზე, როგორ ფიქრობთ, გაუჭირდება თუ არა თქვენს ოჯახს თავის გატანა?
ნინი გორ­ლოვა: საქა­რთ­ვე­ლოში, ძა­ლიან ბევრს უჭ­ირს ოჯ­ახის გა­ტ­ა­ნა. ბევრი ის­­­ეთი ად­ამ­ი­ა­­ნიც არის, რომ საცხო­ვ­რებელი არ აქვს და ჯერ კიდევ არ ვი­ცით როგორი დრო მოდის. იქნებ იმის საშუ­ალებაც კი არ გვქონდეს, რომ პური ვიყიდოთ. მხოლოდ სა­კუთარ თავზე არ უმდა ვფიქრიბდეთ და ჩემი ოჯახიც ასე ფი­ქრობს, რომ რაც გვაქვს სხვებსაც დავეხმ­აროთ. არა ერთხელ და­ვ­ხმა­რ­ებივართ. სო­ფე­ლ­ში ვცხო­ვრობთ, ბევრი ის­ეთი ად­ამიანი მო­სულა, პურის ფულს რომ ით­ხ­ოვდა, ფუ­ლიც მიმიცია და საკ­ვებიც, ამიტომ მეც ვფიქრობ, რომ შე­იძლება დადგეს ის­ეთი დღე, რომ ჩემს ოჯახსაც გა­უ­ჭ­­ირ­დეს.
სალომე პა­ტა­რაია: ფასები ყო­­ვ­ე­­ლდღე კა­ტ­ას­ტ­რო­ფ­ულ­ად მატ­უ­ლ­ობს, ძა­ლი­ან ძნელი ხდე­­ბა თა­ვის გა­ტ­ანა. მე პი­რადად, ხე­ლ­­ფასი მაქვს, მაგრამ რამდენი ოჯახია არც ხე­­ლ­ფასი აქვს, არც პენს­ია. იმ­ათთვის რთული მდ­გო­მარეობაა შექ­მნი­ლი. რამდენი ბავშვიანი ოჯახია მსგავს სი­ტუაციაში. მე ვფი­ქ­რობ, ყველა ოჯახზე აისახება ფასების მატება.
დანიელ ჟორდანია: ვფიქრობ, იმ ოჯახებს, რო­მლებისთვისაც ყოვ­ელთ­ვი­ური შემოსავალი საშ­უ­ალოზე დაბალია, რაც დაახ­ლოებით 300-500 ლარს შეა­დგენს, ამ გაზრ­დილი ფასების ფო­ნ­ზე ყველას გაუჭირდება ოჯ­ა­ხის რჩენა, მითუმეტეს ზამთარი მოდის, ემატება კომუნალური გადასახადების ფასები. ხელ­ფასები საბჭოური გვაქვს საქარ­თველოში, ხოლო ფასები _ ევ­რ­­ოპული, რთული დროა რთუ­ლი, მაგრამ გა­­ვუძლოთ უნ­და. ასევე დავძენ იმას, ­რომ არ­ას­დროს გ­­ა­პრ­ოტ­ეს­­ტე­ბულა და არ­ას­დროს შეკ­რებილა ხა­ლხი საწვა­ვის ფასებისა და სურსა­თ­ის ფასების ზრ­დის გამო, ხოლო რომელიმე პარტიის გულ­ისთვის იცო­ცხლე...… ამით იმის თქმა მინდა, რომ რაც გვაწუ­ხებს და რაც გვჭირდება სინამდ­ვილ­ეში ის არის, რომ გავ­აპროტეს­ტოთ ქართვ­ელ­ებმა და  ყველაფერი კარ­გად იქნება.
ნინე ულუ­მ­ბეგა­შ­ვილი: ქვე­ყანაში სტ­ა­ბ­ილური და ნორმალ­ური ა­ნაზღ­­ა­უ­­­რ­ე­ბით სა­მ­სა­ხუ­რები იშ­­­ვია­თ­ო­ბაა და უმ­­ე­ტე­ს­ო­­ბას, სა­შუალოზე დ­ა­ბა­ლი შემო­სა­ვალი გვაქვს, ჩემ ოჯახსაც, როგორც უმეტესობას, საკმაოდ გა­ეზარდა ხარჯები, პროდუქტების კა­ტასტ­რო­ფ­უ­ლად გაძ­ვირების გა­მო. ხელ­ფა­სის ოდენობა და ფასების მასთან შეფარ­დება, საგრძნობ­ლად უთა­ნასწოროა, ამიტომაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, მხოლოდ თავის გატანისთვის მუშაობს. ეს ყოველივე კი, ყოვე­ლდღიურად ამ­ძ­იმებს ქვე­ყნის ეკ­ონომიკურ მდგო­­მარეობას.
ციალა ფი­რ­ცხა­ლაიშვი­ლი: ყველა ოჯახს გა­უ­ჭ­ირდება ის­ე­თი ფასები ად­ევს პრო­დუ­ქტებს, მით­უმეტეს სახლში ორი პე­ნ­სიონერი მყავს და აბი­ტურიენტი შვილი, თვ­იდან თვემდე არ გვყო­ფნის პენსია, მაგრამ მაინც გაგვაქვს თავი, მეტი გზა არაა.
ლანა სა­ნი­კიძე: დღეს-დღე­ობით ჩვენს ქვეყან­აში შარშან­დელ წელთან შედარებით საკმაოდ მო­იმატა საკ­ვების ფასმა და არა მარტო საკ­ვების. თითქმის ყველაფერი გა­ძვირდა თქვენს მიერ დასმულ შე­კითხვას რაც შეხება, ჩემი აზ­რით  არ გაუჭირდება ჩემს ოჯ­ახს თავის გატანა, იმიტომ, რომ დასაქმებულები არიან და შე­უძლიათ საკვების მომარ­აგება.

მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 338
FACEBOOK კომენტარები