საქართველოს მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია, 2014 წლის აღწერით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) 3 713 804 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 57.2% კი ქალაქში ცხოვრობს, მაშინ როცა 1980-იან წლებში ქალაქში მხოლოდ 25,6% ცხოვრობდა. ურბანიზაციის ასეთი მაჩვენებელი კი რამოდენიმე მიზეზმა განაპირობა, როგორიცაა: სამუშაო ადგილების ნაკლებობა, არახელმისაწვდომი განათლება, არასახარბიელო საცხოვრებელი პირობები თუ სხვა. თუმცა ჩემი დღევანდელი სტატიის თემაა: რატომ ტოვებენ ახალგაზრდები სოფელს. ლანჩხუთის მუნიციპატიტეტის თემი აკეთი ოთხი სოფლისაგან შედგება, თუმცა სოფლად ახალაზრდების ოდენობა დღითიდღე მცირდება. ადგილობრივების თქმით, სოფლიდან ახალგაზრდების დიდი ნაკადის გადინება გამოწვეულია განათლების მწირი რაოდენობის მიღების გამო. მე გავესაუბრე ქვემო აკეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მათ საუბრისას რამოდენიმე მიზეზი დაასახელეს.
_ თქვენი აზრით, რატომ ტოვებენ ახალგაზრდები სოფელს და არის თუ არა თქვენს სოფელში ახალგაზრდებისთვის დამაკმაყოფილებებლი საცხოვრებელი პირობები?
_ ახალგაზრდები ტოვებენ სოფელს, რადგან სოფელში ისინი ვერ ხედავენ განვითარების შესაძლებლობას. სოფლების უმეტესობაში არ არის შექმნილი ახალგაზრდებისთვის შესაბამისი გარემო: არაფორმალური განათლებისთვის სივრცე, ადგილზე დასაქმების პერსპექტივა, სივრცე განტვირთვისთვის და ა.შ. ამ ყველაფერს კი საბოლოოდ მივყავართ უმძიმეს ფაქტამდე - საქართველოს სოფლები დაიცალა ახალგაზრდობისგან. მე ვარ სოფელ ქვემო აკეთიდან და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი სოფელი ნელ-ნელა იცლება ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალისგან, ახალგაზრდებისგან. როგორც წესი, აკეთიდან ქალაქში სასწავლად წასული ახალი თაობის წარმომადგენლები უკან იშვიათად თუ ბრუნდებიან, ქალაქშივე საქმდებიან და აკეთი რჩება ახალგაზრდობის გარეშე. ეს იცის ელემენტარული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამ: სტადიონის მოუწესრიგებლობამ, უგზოობამ, უწყლობამ, სამუშაო ადგილების არარსებობამ ადგილზე... ალბათ, რომ არსებობდეს ამ პრობლემების მოგვარების იმედი, ეს პროცესი ასე არ დაჩქარდებოდა, მაგრამ ეს იმედიც ნაკლებად ჩანს. ამიტომ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და ხელი შეუწყოს სოფლების პოპულარიზაციას.- აღნიშნა ჩვენთან საუბარში გიორგი მორჩილაძემ.
_ თქვენ, როგორც სოფლად მაცხოვრებელი ახალგაზრდა, აპირებთ თუ არა სოფლის დატოვებას? რატომ?
_ სოფელი ახალგაზრდებისთვის არასასურველ ადგილად იქცა, თავდაპირველი მიზეზი კი პირობების არარსებობაა, სკოლის მიღმა ახალგაზრდების საქმიანობის ნაკლებობას განიცდის სოფელი, პირადად მე, განათლების მისაღებად ვტოვებ სოფელს, თუმცა დროებით, დიდი სურვილი მაქვს მიღებული ცოდნა ჩემს სოფელს მოვახმარო _ აღნიშნა საბა კიკვაძემ.
სოფელ ჩიბათის მკვიდრი ახალგაზრდა, ბაჩუკი კუკულაძე, კი კითხვაზე აპირებს თუ არა სოფლის დატოვებას, ამბობს, რომ სასწავლებლად ქალაქში წასვლას აპირებს, თუმცა არა დიდი ხნით.
საინტერესოა ის, აწ უკვე ქალაქში ჩასული ახალგაზრდები თუ აპირებენ სოფელში დაბრუნებას. ამ კითხვაზე პასუხი კი სოფელ აცანის მკვიდრმა, დათო დუმბაძემ გაგვცა და თქვა რომ სოფელში პერსპექტივას ვერ ხედავს და დაბრუნებას არ აპირებს.
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები სოფელს?
სალომე გეგიძე, აკეთი
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 826