ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ გაუსხვისეს მხოლოდ სიდუხჭირის გამო მშობლებს შვილები?!

რატომ გაუსხვისეს მხოლოდ სიდუხჭირის გამო მშობლებს შვილები?!
12-09-2022, 12:56

თქვენი აზრით, რა არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, პრიორიტეტული პრობლემა?
თაკო კომახიძე: 
ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი გვაქვს და უზრუნველყოფილები ვართ, თუმცა არის წვრილმანი დეტალებიც. მე, მაგალითად ამას წვრილმანს ვერ დავარქმევ, მაგრამ თქვენც გაგანდობთ. ეს არის მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი. ძაღლები იმაზე დიდ პრობლემას იწვევს, ვიდრე ჩვენ გვგონია. პირველ რიგში ის, რომ ძაღლები მშივრები არიან და სავალალო შედეგამდე მიდიან. მეორე ის, რომ მოსახლეობაზე ცუდად აისახება, ხან ვის გაეკიდებიან და ხან ვის, შესაბამისად არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც დააზიანეს ფიზიკურად. ამრიგად უმჯობესი იქნება პირველ რიგში ამ დაუსრულებელ და მძიმე პრობლემას თუ აღმოვფხვრით.
თინათინ ბარამიძე: 
პარკი, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა, ისევ სავსეა ძაღლებით, რომლებიც ზოგი შეიძლება ჯანსაღად გამოიყურება, მაგრამ ზოგი დაავადებულია, სცვივათ ბეწვი და უარესიც, აქერცლილები არიან. წვებიან იქ, სადაც ბავშვები ერთობიან. ძალიან დიდი ალბათობაა, რომ დაავადდეს ნებისმიერი ბავშვი. იმაზე არაფერს აღარ ვამბობ, რომ არაერთხელ ჩემს შვილებს და მათ შორის მეც,  წაგვართვეს პური თუ ლობიანი. დავუთმეთ, რადგან მათაც სჭირდებათ გამოკვება, მაგრამ არა მგონია მარტოხელა ბებოს ან ბაბუას, რომელსაც არაერთხელ წაართვეს პური, ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ დააპურონ ძაღლები. არაერთხელ გამოვთქვი აზრი ამასთან დაკავშირებით, რისთვისაც ზოგმა შეურაცხყოფაც მომაყენა, მაგრამ არაფერია, მივუტევებ და ისევ გავიმეორებ, რომ ამ საწყალ და უპატრონოდ დარჩენილ ძაღლებს აუცილებლად სჭირდებათ თავშესაფარი.
ცირა ჩხაიძე: 
პირველ რიგში მიუსაფარ ცხოველებს უნდა მიხედოს მერიამ, ამ საქმეზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ამით როგორც ცხოველი, ისე მოსახლეობა ზარალდება. რამდენიმე წელია უკვე ეს ფაქტი აწუხებს ხალხს და ჩემი აზრით, დროა უკვე (თუ დაგვიანებული არ არის), მკაფიო რეაგირება მოჰყვეს მერიის მხრიდან და ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას თავშესაფარი მათთვის. ამით მოსახლეობაც მშვიდად იქნება და ცხოველებიც. შეიძლება თქვან ბიუჯეტი არ გვაქვსო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ჩაეყრება ამ იდეის განხორციელებას საფუძველი, მოხალისეებიც გამოჩნდებიან და თანხაც აგროვდება, რადგან უკვე ეს ფაქტი ლანჩხუთში მცხოვრებ ყველა ადამიანს აწუხებს.
ნათია შეპოტინი:  
დასაქმების პრობლემა დგას განსაკუთრებულად. ძალიან ბევრი უმუშევარი გვყავს, რომლებიც ვერ ახერხებენ რაიონიდან გასვლას და ადგილზე ვერ შოულობენ სამსახურს. შესაბამისად მძიმეა სოციალური ფონი. ძალიან ბევრი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ გვყავს.
ნუნუკა ვერულიძე: 
მინდა ვისაუბრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიის შესახებ. რატომღაც არავის სურს რაიმე შეცვალოს უკეთესობისაკენ... ხუმრობით მე-13 რაიონს ვეძახი, რაც ძალიან საწყენია. ნუთუ რა მოხდება, ცარიელ ტერიტორიაზე ბავშვთა ატრაქციონები რომ დაიდგას?!  მინდა შევეხო სანიაღვრეებს, რომლებიც უცხო თვალთათვის ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ გთხოვთ, რომ გაწვიმდება მიბრძანდეთ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოებში როგორ გადადის წყალი... ასევე ოჯახებშიც არაერთხელ შესულა დიდწვიმობის დროს... ხომ შეიძლება ეს სანიაღვრეები გამოიცვალოს და სპეციალისტმა გააკეთოს როგორც საჭიროა ისე... მინდა ასევე შევეხო მინდობით გასხვისებულ ბავშვებს და იმ ოჯახებს, რომლიდანაც მხოლოდ  სიდუხჭირის გამო დააშორეს ერთმანეთს დედმამიშვილებითუ დედა-შვილები... განვმეორდები, მხოლოდ სიღარიბის გამო რომელ ოჯახსაც გაუსხვისეს ბავშვები, ხომ შეიძლება ის თანხა, რაც  იმ ბავშვებისთვის ეძლევა ოჯახებს, მათ მშობლებს გადაეცეს და ბავშვები იყვნენ ბედნიერები თავის დედ-მამის ოჯახში... ვიღაცამ  ხომ უნდა თქვას სიტყვა და მოინდომოს საქმის ბოლომდე მიყვანა

    მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 394
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა