ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თქვენი პროფესია? არის იმის შესაძლე­ბლობა თქვენს მუნიციპალიტეტში, რომ იყოთ დასაქმებული თქვენივე პროფესიით?

თქვენი პროფესია? არის იმის შესაძლე­ბლობა თქვენს მუნიციპალიტეტში, რომ იყოთ დასაქმებული თქვენივე პროფესიით?
28-02-2022, 11:25

თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად აძ­ლ­ევს ახალგაზრდებს განვითარების საშუ­ალებას ადგილობრივი მთავრობა და ხე­და­ვთ თუ არა მათი მხრიდან ახალგაზრდებით დაინტერესებას? აქვთ თუ არა პროგრამები, რითაც ხელს შეუწყობენ დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომ დარჩნენ მუ­ნ­იცი­პა­ლ­იტეტში და არ შეუწყონ ხელი მათ გადინებას? რას ურჩევდით ადგილობრივ თვითმმართველობას, მერს, საკრებულოს....
ლაშა ლაგვილავა: პროფესიით დიზაინ­ერი ვარ. ვერ წარმომიდგენია რა მიმართულებით უნდა დამ­ასაქმოს მუნიციპალიტეტმა. ვერც ვხედავ დაინტე­რესებას მათი მხრიდან. ახალგაზრდა არ ჩერდება ლანჩხუთში. მე ვხედავ ფაქტს, რომ არ კეთდება არა­ფერი.ერთ ადგილს ტკეპნიან. ვურჩევ, ჩამოშორდნენ ფულის ჭამას და ახალგაზრდებს დაუთმონ ადგილი, ენთუზიასტებს და არა ფულის მონებს. 
2022 წელია და მშვიდობის ქუჩაზე გზა ვერ დააგეს, კვლები ვერ გააკეთეს წესიერი ბარათაშვილის ქუჩაზე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს აქვს პოტენციალი, რუკაზე დასასვენებელი ლოკაციის სტატუსი რომ ჰქონდეს. გეოგრაფიულად იდეალურ ადგილასაა, მაგრამ ამას არავინ იყენებს.
ნინი დვალიშვილი: ჯერჯერობით არ მაქვს პროფესია, სტუდენტი ვარ, ბიოლოგიის სპეციალობაზე ვსწავლობ. ვფიქრობ, სწავლის დამთავრების შემდეგ ჩემი პროფესიით ვიმუშაო რომელიმე ადგილობრივ სკოლაში. რაც შეეხება რაიმე პროგრამას, რაც ხე­ლს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას და გააქტიურებას, მე პირადად არ გამიგია, მსგავსი რამ ჩვენს მუნიციპალიტეტში. შეიძლება არის კიდეც, მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია. ადგილობრივ მთა­ვრობას ვურჩევდი მეტი სივრცე შეიქმნას ახ­ა­ლ­გ­ა­ზრდებისთვის, როგორც გასართობი, ასევე საგანმანათლებლო აქტივობებისთვის.
ჯაბა გოგუაძე: ვარ სტუდენტი. დასაქმებასთან დაკ­ავშირებით ბევრი სხვადასხვა შეხედულება მაქ­ვს, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვა, აქ სხვადასხვა აქ­ტ­ივობები ეწყობა, მაგრამ ჩვენს თაობას უფრო და უფრო მეტი გვინდა. სრულყოფილად არაფერია მოგ­ვ­არებული. ადგილობრივ თვითმმართველობას ვურჩევდი იმას, რომ უფრო მეტი ყურადღება და საქმიანობას ჭირდება ლანჩხუთს ვიდრე დღეს არის, ხალხს იმით ვერ დააპურებ,შენ თუ გზას აგებდა სკვერებს აკეთებ. ასევე დიდი თანხა იხარჯება საახალწლო განათებებში. ლანჩხუთს სჭირდება მოსახლეობის დასაქმება და ხალხის შემოსავლის გაზრდა საარსებო მინიმუმიდან საშუალომდე მაინც.
ირაკლი ჯაველიძე, ოზურგეთი: ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე. დასაქმების მხრივ პრობლემები არის მუნიციპალიტეტში, ნაკლებად არის შესაძლებელი შენივე პროფესიით იმუშაო. უფრო მეტად უნდა მოინდომოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომ დააინტერესოს ახალგაზრდები. არის რაღაც პატარ-პატარა პროგრამები, მაგრამ ანაზღაურება არის მიზერული და ამიტომ ხდება გადინება მუნიციპალიტეტიდან. ადგილობრივ თვითმმართველობას, მერს და საკრებულოს ვურჩევდი მეტ დაინტერესებას ახალგაზრდების მიმართ. მეტი ახალგაზრდაა საჭირო მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.
სერგი წილოსანი: მთავარია იყოს ჯანსაღი სამუშაო გარემო შექმნილი და იძლეოდეს შესაძლლე­ბლობების რეალიზების საშუალებას. სიმართლე გითხრათ ბოლომდე ჩახე­დული არ ვარ იმ პროექტებში, რომელიც მუნიც­იპალიტეტში ხორციელდება. ახალგაზრდული საბ­ჭო ნამდვილად კარგი პროექტია და ხელს შეუ­წყობს ახალგაზრდებს იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტის განვითარებაში, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ახალგაზრდებს არ აქვთ სამუშაო, არ არსებობს ელემენტალური გართობის საშუალებაც კი. ქალაქში თუ გახვალ მაქსიმუმი რის გაკეთებასაც შეძლებ ბაღში „დაბირჟავებაა“. ამ მხრივ ნათელი წერტილი კერძო სექტორში კაფე „ქეთოსთან“ სახით ნამდვილად გამოჩნდა. მუნიციპალიტეტს აქვს იმის რესურსი, რომ იყოს უფრო პროდუქტიული, შეიქმნას გარემო, სადაც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ადამიანს სურვილის შემთხვევაში დახვდება სამუშაო სივრცე თავისი ცოდნის მუნიციპალიტეტის განვითარებაში გამოყენებისათვის. ადგილობრივ ხელისუფლებას, მერს ვურჩევდი მაქსიმალურად გაატარონ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, იყვნენ დამოუკიდებლები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, და მაქსიმუმი მოითხოვონ როგორც საკუთარი თავიდან, ასევე მათი თანამშრომლებისგან.

მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 560
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა