ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია,უბრალოდ, მის გარეშე აზრს კარგავს“

,,სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია,უბრალოდ, მის გარეშე აზრს კარგავს“
14-02-2022, 12:01

აღნიშნავთ თუ არა ვალენტობას? რას გვეტყოდით სიყვარულის შესახებ?
ნინია ბარამიძე: არასოდეს აღმინიშნავს ვალენტინობა, არც წელს ვაპირებ. ყველა ბანალურად ვიძახით, რომ ყოველი დღე სიყვარულისაა. მთელი გულით ვუსურვებ მთელ სამყაროს ეს მართლაც ასე იყოს, ომი შეცვალოს მშვიდობამ და სიყვარულმა. რაც შეეხება სიყვარულს, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სიყვარულის უნარი, ჩემი აზრით სიყვარული არის ნიჭი, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება. სიყვარულია, სულს რომ  გიფორიაქებს, თავ-გზას გირევს და უბრალოდ, ყოველ დღეს აძლევს აზრს. მოვიშველიებ რეი ბრედბერის სიტყვებს: „სიყვარული ისაა, როცა გინდა ვიღაცასთან ერთად წელიწადის ოთხივე დრო გაატარო. გინდა ვინმესთან ერთად გაზაფხულის ქარიშხლებს გაექცე, ფეხქვეშ კი იასამნები გეფინოს,ზაფხულობით ხილი შეაგროვო და მდინარეში იბანაო. შემოდგომაზე ერთად მოხარშოთ მურაბები და სიცივისას ფანჯარა მიხუროთ. ზამთარში, გაციებაში და გრძელი საღამოების გადატანაში ერთმანეთს დაეხმაროთ“. 
ქეთუშა ხოფერია: ვალენტინობა არასოდეს აღმინიშნავს, ადრე ბავშვები უბრალოდ მიზეზს ვნახავდით გასართობად და სხვადასხვა რესტორნებში ვიკრიბებოდით. წელს არ ვიცი რა მოხდება. სიყვარული? როგორც ტოლსტოიმ თქვა: ,,სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია,უბრალოდ, მის გარეშე აზრს კარგავს“ - მართლაც რომ ასეა!
ნანო ორაგველიძე:  წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავ, რადგან დავვოჯახდი. სიყვარული? ოჰ ეს ისეთი რამ არის, შეიძლება სიტყვებით ვერც კი გადმოვცე, თუმცა იმას ვიტყოდი, რომ ყველაზე ბედნიერი, სათუთი და ურთიერთგამგები ხარ, თუ კი გიყვარს და გყავს რჩეული.
იკა ჟღენტი: ვალენტინობას არ აღვნიშნავ, ჩემთვის სიყვარულს დღეები არ სჭირდება, ყოველი დღე იმისთვისაა, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანი გავაბედნიერო. არ არის ამისთვის კონკრეტული დღე საჭირო.
შორენა ჯალაღანია: ქრისტიანებს, კონკრეტულად პროტესტანტებს (არის ასეთი მიმართულება ქრისტიანულ რელიგიაში კათო­ლიკურთან ერთად), წმ.ვალენტინის დღესასწაული დაკავშირებული აქვთ სიყვარულთან. ამ დღეს უხსნიან სიყვარულს ერთმანეთს, ჩუქნიან ღია სასიყვარულო ბარათებს და ა.შ. რაც შეეხება იმას, აღვნიშნავ თუ არა, გეტყვით რომ -არა. ისე გასულა ეს დღე, რომ არც კი გამხსენებია, რა რიცხვი იყო იმ დღეს. ზოგადად ყოველი ახალი დღე უზარმაზარი შესაძლებლობაა ღვთისგან სიყვარულის გამოსავლენად, არა აქვს მნიშვნელობა 14-ია თუ 17 თებერვალია თუ ივლისი, მთაში ხარ თუ ბარში. არ არსებობს სიყვარულისთვის საზღვრები.
რეზი ზოიძე, 13 წლის: ვალენტინობა ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა. სიყვარული კი უმთავრესია ადამიანის ცხოვრებაში. მე ჯერჯერობით კონკრეტულად არავინ შემყვარებია... ისე კი, ასე მგონია, მთელი მსოფლიო მიყვარს.... ყველანი მიყვარხართ!.
მაია კუკულაძე:სიყვარულს არა აქვს, დრო, ასაკი და სარწმუნოება, რადგან არსებობს ერთი გამორჩეული და იგი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება, თანაც თებერვლის თვეში, როცა ჩვენში ჯერ კიდევ არ დამდგარა გაზაფხული. დიდი სიამოვნებით გავილამაზებდი ერთ დღეს ამ დღესასწაულის აღნიშვნით, თუმცა დიდი ხანია გავცდი ახალგაზრდობის ასაკს, ასე რომ, ძალიან კარგი დღეა და ბედნიერებას ვუსურვებ ყველა შეყვარებულ წყვილს ასაკის მიუხედავად. ასევე ძალიან საინტერესო და სიხარულის მომტანია საჩუქრის ჩუქება, ჯერ მისი შერჩევის პროცესი და შემდეგ იმაზე ფიქრი როგორ მიიღებს მას ის ადამიანი, ვისთვისაც სულითა და გულით შევარჩიეთ. ასე რომ, ეს თქვენი დღეა შეყვარებულებო! თუმცა თქვენი დღე სულ არის!

                           მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 1 091
FACEBOOK კომენტარები