ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას ფიქრობთ ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე საქართველოში?

20-11-2020, 13:06

ლიკა მშვიდობაძე, ლანჩხუთი:
მაიკ პომპეოს ვიზიტი, ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლო იქნება საქართველოსათვის. პირველ რიგში ამერიკის მხარდაჭერისთვის საქართველოს ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, ასევე ევროალიანსში გაწევრიანებისათვის. 
ირინა სიხარულიძე, ლანჩხუთი:
ვფიქრობ, მისი ჩამოსვლა საქართველოს ძალიან წაადგება, მომავლის განვითარებისათვის, ნატოში ჩვენი გაწევრიანებისათვის.
გრიგოლ გურგენაძე, ლანჩხუთი:
რა თქმა უნდა, საქართველოსათვის ძალიან სასარგებლო იქნება სამომავლო განვითარებისათვის.
ჯემალ დიასამიძე, ლანჩხუთი:
ძალიან კარგი იქნება საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის, მაგრამ ერთი რამ არ მომეწონა. მაგალთად რუსეთის სასაზღვრე ჯარების განლაგება აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის საზღვრებთან. ამაში ვინ გადვეხმარება. ეს ხელს უშლის საქართველოს.
ირმა თადუმაძე, ლანჩუთი:
ჩემი აზრით, მაიკ პომპეოს ჩამოსვლა სასარგებლო იქნება როგორც მთავრობისათვის, ასევე ოპოზიციისთვის. ასევე სამომავლო განვითარებისთვის.
ლევან ჩომახურიძე, ლანჩხუთი:
ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი სასარგებლო არის საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო ურთიერთობებისთვის.
ნინო სილაგაძე, ლანჩხუთი:
რათქმა უნდა, ძალიან სასარგებლო იქნება ასეთი მაღალი რანგის პიროვნების ვიზიტი საქართველოსათვის, როგორც საშინაო ისე საგარეო ურთიერთობისათვის. ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციისათვის.
რიტა როგავა, ლანჩხუთი:
მაიკ პომპეოს ვიზიტი ძალიან სასრგებლო იქნება საქართველოსათის. პირველ რიგში ნატოში ინტეგრირებისათვის, საქართველოს საგარეო ურთიერთობებისთვის.
ვიქტორ ზედგინიძე, ლანჩხუთი:
მაიკ პომპეოს ვიზიტი ძალიან სასარგებლო უნდა იყოს საქართველოსათვის, მისი სამომავლო საგარეო ურთიერთობებისთვის.
თენგიზ ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი საქართველოსათვის ძალიან სასარგებლო იქნება სამომავლო ურთიერთობებისთვის.
რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 38
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა