ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ხალხის პოზიცია

4-09-2015, 00:00

ნინო კალანდარიშვილი, სოფელი ქვიანი: _ მე ვფიქრობ, რომ ეს მთავრობის უკმაყოფილების შედეგია. მათ არ მოწონთ ამ გადაცემაში გამოთქმული სამართლიანი კრიტიკა და საყვედურები. გადაცემა კი არ უნდა დაიხუროს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. მთავრობა კი არ უნდა გაურბოდეს სამართლიან საყვედურებს და კრიტიკას, ყველანაირად უნდა ცდილობდეს იქ დასმული პრობლემების მოგვარებას. ამ ბოლო დროს მთავრობა საერთოდ არ ზრუნავს ხალხის გაჭირვებაზე და რეიტინგული გადაცემაც არ მოწონს. უმჯობესია, ქვეყანასა და ხალხზე იფიქრონ, თორემ ისევ მოვა არჩევნები და მათ არავინ აირჩევს. გერონტი ბოხუა, სოფელი ქვიანი: _ რა თქმა უნდა, ეს მთავრობის ზეწოლის შედეგი იქნება, რადგან არ მოწონთ სამართლიანი საყვედურები და კრიტიკული შენიშვნები. თუ დემოკრატიული ქყვეყანა ვართ, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინონ და პრობლემები მოაგვარონ, მაშინ ასე მწვავედ არ მოხვდებოდათ გულზე კრიტიკა. გადაცემა კი არ უნდა დახურონ, არამედ კიდევ უნდა გაძლიერდეს მწვავე საკითხების განხილვით. შოთა კოპლატაძე, ქალაქი ლანჩხუთი: ვფიქრობ, რომ ეს მთავრობის მხრიდან არის გამოწვეული. მათ სამართლიანი კრიტიკა და საყვედურები მობეზრდათ. ხელისუფლება ქვეყანაში უმუშევრობა და უკმაყოფილება რომ გაიზარდა, არ ხედავს, ან არ უნდათ შეიგნოს. მეც უმუშევარი ვარ, არავითარი შემოსავალი არ მაქვს და კმაყოფილი როგორ ვიქნები?! ხალხიც ამას ფიქრობს. თავი ისე გვაქვს მობეზრებული, რომ როგორ ვიარსებოთ არ ვიცით. გადაცემა არ უნდა დაიხუროს, პირიქით, გააგრძელონ და კიდევ უფრო მწვავედ გააკრიტიკონ ეს მთავრობა, რომ როგორმე გონებაზე მოიყვანონ და ხალხს მოგვხედონ. თინათინ ბოხუა, სოფელი ქვიანი: _ ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური ზეწოლის შედეგია. ხალხს მოწონს ეს გადაცემა და მაღალი რეიტინგითაც გამოირჩევა, რადგან სწორად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ალბათ, საყვედურები და სამართლიანი კრიტიკა ხალხის მხრიდან არ სიამოვნებთ და ამიტომაც ცდილობენ მის დახურვას. მთავრობის მუშაობაში რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ამას რად უნდა ლაპარაკი. ვფიქრობ, მთავრობამ მიიღოს უნდა სამართლიანი კრიტიკა და მათ გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს. ნოდარ ხრიკაძე, ქალაქი ლანჩხუთი: _ რა თქმა უნდა, ეს მთავრობის ზეწოლით იქნება გამოწვეული, რადგან მათ არ მოწონთ სამართლიანი საყვედურები. ხალხის აზრს არ ითვალისწინებენ და მათი გასაჭირიც არაფრად მიაჩნიათ, ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. მათ მხოლოდ თავიანთი კომფორტული ცხოვრება მოიწყვეს და ახლა კრიტიკაც არ სიამოვნებთ?! ასე არ არის, თუ მთავრობაში აგირჩიეს ხალხზე ცოტათი მაინც უნდა იზრუნო. ეთერ ნატროშვილი, ქალაქი ლანჩხუთი: _ ეს ყველაფერი მთავრობის მხრიდან იქნება, რადგან არ მოწონთ სამართლიანი საყვედურები. ისედაც მცირე პენსია გვაქვს და არ ფიქრობენ მის ნორმალურ მომატებაზე. ახლა 10 ლარს გვიმატებენ, განა ეს გვეყოფა, როცა ყველაფერზე ფასებმა მოიმატა, წამალსა და პურს ვერ ვყიდულობთ. მეტი არ მორჩათ მათი ხელფასებიდან, პრემიებიდან და დანამატებიდან. ჯუმბერ ზენაიშვილი, ქალაქი ლანჩხუთი:L_ ჩემი აზრით, ეს მთავრობის ზეწოლის შედეგია. ვის ესიამოვნება სამართლიანი კრიტიკა და შენიშვნები. ამით ცდილობენ ხალხის გულისწყრომა შეაფერხონ და გადაცემას დახურვით დაემუქრონ. ხალხი ყველაფერს ხედავს და უკმაყოფილებაც იზრდება. ეს კი მათ არ სიამოვნებთ. ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარებაა. რატომ ერთხელ არ მოვიდა ისეთი მთავრობა, რომელიც ქვეყანასა და ხალხზე იზრუნებს?! ახლა მედიის თავისუფლებაც უნდა შეზღუდონ, მაშინ დემოკრატიაზე რაღას დებენ თავს?! სულიკო ჩხაიძე, სოფელი აცანა: _ ეს მთავრობის მხრიდან იქნება გამოწვეული. ეტყობა სამართლიანი კრიტიკის ატანა მობეზრდათ. გადაცემის დახურვა, ეს ხომ დემოკრატია არ არის. თუმცა, რა დემოკრატიაზეა საუბარი, ხელისუფლებას ხალხი არ აინტერესებს. იმის მაგივრად, რომ ეკონომიკას მიხედონ და ლარის გამყარებაზე იზრუნონ, იმ გადაცემებს ხურავენ, რაც მათ არ მოწონთ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ხალხის აბუჩად აგდება. ასეთ გაჭირვებაში რომ არის ხალხი, მათი არასწორი პოლიტიკური საქმიანობის ბრალია. ოზლემა ჩხაიძე, ქალაქი ლანჩხუთი: _ ეს ყოველივე მთავრობის ზეწოლის შედეგია. ბატონ მინისტრებს არ სიამოვნებთ ხალხის მწვავე გამოსვლები, შენიშვნები და საყვედურები. მათთვის ყველაფერი კარგად არის, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ნაკლები პრობლემებია, იმას კი არ ფიქრობენ, რომ ახლა მთავრობაში რომ არიან, ეს ხალხის დამსახურებაა. როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ, დროზე თუ არ მოეგებიან გონს და არსებულ სიტუაციას ხალხის მხრიდან არ შეხედავენ. რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები