ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ოპოზიციის მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს თუ არა ხელისუფლებამ?

11-11-2020, 13:44

შოთა მოდებაძე. ლანჩხუთი.
მთავრობა უნდა წავიდეს დათმობაზე, რადგან იგი ვერ უზრუნველყოფს წინსვლას და არაფერს აკეთებს ხალხისთვის. დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და შეთანხმდნენ ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე. ხალხი ფეხებზე დაიკიდეს და გაუყალბეს არჩევნები.
ირაკლი ცინცაძე, ლანჩხუთი:
მთავრობა ამ შემთხვევში შედარებით ლმობიერად იქცევა, ეს ხალხი არ იმსახურებს ლმობიერებას. კანონი უნდა გაამკაცრონ ამ ხალხთან მიმართებაში და არ უნდა დაუშვან ამ ადამიანებიას პროტესტი ასეთი პანდემიის პერიოდში.
როლანდი ცინცაძე, ლანჩხუთი:
არ უნდა შეეწინააღმდეგონ მთავრობას, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა. არ არის საჭირო ხელახალი არჩევნების დანიშვნა. არ შეიძლება ისევ ნაციონალები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენ ხმა მივეცით ივანიშვილსა და ,,ქართულ ოცნებას’’, ამიტომ ჩვენს ხმებს ვინ დაიცავს?
 ჟუჟუნა გორგაძე, აკეთი:
მე ხმა მივეცი ,,ქართულ ოცნებას’’, თუმცა ისინი არაფერში დამხმარებიან. ჩვენთან არც წყალი გვაქვს და არც გაზი. ცხრა შვილის დედა ვარ. ჩემი შვილი, ლევან გორგაძე აფხაზეთის, ცხინვალისა და გორის ბრძოლების მონაწილეა. იბრძოდა საქართველოს მთლიანობისათვის.  მე გულით ავადმყოფი ქალი ვარ და ჩემი პენსია წამლებში არ მყოფნის. რამდენჯერმე მივმართე დახმარებისათვის ადგილობრივ მთავრობას, მაგრამ არავინ დამხმარებია, არავინ ყურად არ იღო ჩემი თხოვნა. თუ არჩევნები გააყალბეს, ამიტომ აუცილებლად უნდა დანიშნონ ხელახალი არჩევნები. ხალხის თხოვნა უნდა გაითვალისწინონ.
მაია გამეზარდაშვილი, ლანჩხუთი:
მგონი მთავრობა არ წავა დათმობაზე და მეშინია არ მოხდეს დაპირისპირება ოპოზიციას, უდანაშაულო ხალხსა და მთავრობას შორის.  მთავრობა აუცილებლად უნდა წავიდეს დათმობაზე და ხელახალი არჩევნები დანიშნოს. მთავრობა არ არის მართალი, ხმები გაუყალბეს ხალხს და ისინიც ქუჩაში გამოვიდნენ.
გიული ლომაძე, ლანჩხუთი:
ორივე მხარე უნდა წავიდეს მოლაპარაკებაზე  მანამდე ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და იქიდან მოაგვაროს პრობლემები. შეთანხმებით დანიშნონ ხელახალი არჩევნები, რომ არ მოხდეს დაპირისპირებები და ხალხი არ დაშავდეს, თანაც ასეთი პანდემიის პერიოდში საშიშია ქუჩაში გამოსვლა.
მაია ადეიშვილი, ლანჩხუთი: 
აუცილებლად უნდა დანიშნონ ხელახალი არჩევნები, რომ არ მოხდეს დაპირისპირებები, ოპოზიციას, ხალხსა და მთავრობას შორის, მაგრამ ვფიქრობ, მთავრობა არ წავა მოლაპარაკებაზე ოპოზიციასთან, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
ჯემალ გუნდაძე, ლესა:
მთავრობა აუცილებლად უნდა წავიდეს მოლაპარაკებაზე და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ამ შემთხვევაში ჩვენი ოპოზიცია მართალია. თუ შეთანხმება არ მოხდა, მთავრობამ ხალხის წინააღმდეგ ძალა არ უნდა გამოიყენოს, რომ არ მოხდეს დაპირისპირება.
ლადო კუნჭულია, ბათუმი:
მთავრობამ კანონი უნდა გაამკაცროს და ოპოზიცია დაისაჯოს. ოპოზიცია უნდა შეეგუოს წაგებას და აღიაროს, რომ მთავრობამ მოიგო არჩევნები. 
ემზარ კვირკველია, ლანჩხუთი:
ნაციონალები არ უნდა მობრუნდეს ხელისუფლებაში. მთავრობამ უნდა გაამკაცროს კანონი, რომ არ მოხდეს დაპირისპირება. ოპოზიციამ უნდა გაიგოს, რომ წააგო არჩევნები.
  რამინ დიასამიძე, ლესა:
მთავრობა აუცილებლად უნდა წავიდეს დათმობაზე და დანიშნოს ხელახალი არჩევნები. ცესკო ჟვანიას მეთაურობით გაუშვან სახლებში და ახალი ხალხი დანიშნონ მათ ადგილებზე, რომ არ მოხდეს კიდევ გაყალბება.
გულიზა ტიკარაძე, ლანჩხუთი:
მთავრობა აუცილებლად უნდა წავიდეს მოლაპარაკებაზე და დანიშნოს ხელახალი არჩევნები. ოპოზიციის მოთხოვნები სამართლიანია.
გოგა ჭანკვეტაძე, ლანჩხუთი:
მთავრობამ უნდა დაიშნოს ხელახალი არჩევნები ან წავიდეს ხელისუფლებიდან. მაგათი საქმე წასულია. ასეთი ხალხის მოძულე მთავრობა უნდა წავიდეს. მართალია არაფრით დათმობენ ძალაუფლებას, მაგრამ უნდა ვაიძულოთ. ბოლოს და ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი შეიცვალა არჩევნებით და საქართველოში რა ხდება?
ნაილი მახათაძე, ლანჩხუთი:
მთავრობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციის მოთხოვნები და დანიშნოს ხელახალი არჩევნები. თუ ასე არ მოიქცა, მაშინ უნდა გადადგეს, რადგან მან თავისი დრო უკვე ამოწურა. მართალია თავისი ნებით არ წავლენ, მაგრამ უნდა აიძულონ. 
მე მოხუცი მშობლები მყავს და არ შემიძლია თბილისში წასვლა, თორემ მათ გვერდით დავდგებოდი.

რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 66
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა