ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თქვენი პროგნოზით რომელ პარტიას აქვს არჩევნებში გამარაჯვერბის მეტი შანსი?

28-10-2020, 12:19


ნანა მგელაძე.ლანჩხუთი;

,,ქართულ ოცნებას’’, რადგან სამთავრობო პარტიას ყოველთვის აქვს არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი. ძალაუფლება და მთელი რესურსები მის ხელშია.
გივი ჯაყელი ლანჩხუთი;
,,ლეიბორისტულ პარტიას’’ შალვა ნათელაშვილის ხელმძღვანელობით.
იური მოქია ლანჩხუთი;
რა თქმა უნდა ,,ქართულ ოცნებას’’, სამთავრობო პარტიას ყოველთვის მეტი შანსი აქვს.
ლევან ჭყონია, ლანჩხუთი:
არც ერთ პარტიას არ ვაძლევ ხმას, რადგან ყველანი მატყუარები არიან და ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ.
ნატო თავართქილაძე. ლანჩხუთი;
,,ევროპულ საქართველოს’’, რადგან მმართველ პარტიას დაკარგული აქვს ხალხის ნდობა და ხალხს არ სჯერა, რომ რამე შეიცვლება სასიკეთოდ.
გიორგი მახარაძე. ლანჩხუთი;
რად უნდა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ,,ქართულ ოცნებას’’.
ლალი ფირცხალაიშვილი. ლანჩხუთი:
გაერთიანებულ ოპოზიციას, კერძოდ, გიორგი ვაშაძის ,,საქართველოს აღმშენებლობას”, რადგან ,,ქართულ   ოცნებას’’  ხალხის ნდობა დაკარგული აქვს.
ალეკო ვარდოსანიძე, ლანჩხუთი:
,,ევროპული საქართველოს’’, რადგან მის პროგრამაში დაპირებები არ არის,   არამედ მთელი რიგი ვალდებულებებია, რომლებზეც ხელშეკრულება ფორმდება, რომ გამარჯვების შემდეგ, პასუხი მოითხოვოს მისი ვალდებულებები უპირობოდ შეასრულოს.
დოდო ორაგველიძე, ლანჩხუთი:
ვფიქრობ ,,ქართულ ოცნებას’’, რადგან ძალაუფლება და მთელი რესურსი მის ხელშია.
კახა სიხარულიძე, ლანჩხუთი:
,,ევროპულ საქართველოს’’, რადგან გამარჯვების მეტი შანსი აქვს, რასაც დაგვპირდებიან, შეგვისრულებენ. რადგან თითოეულ ამომრჩეველზე ხელშეკრულება ფორმდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში პასუხი მოთხოვოს ხალხმა.
მამუკა სირაძე ლანჩხუთი;
,,ქართული ოცნებას’’ აქვს გამარჯვების მეტი შანსი, ამას არ სჭირდება ბევრი ლაპარაკი.
ხათუნა დონდოლაძე. ლანჩხუთი:
,,გირჩს’’ აქვს გამარჯვების შანსი, რადგან ყველა პარტიამ გამარჯვების შემდეგ ხალხი  გადაგდო. დროა ყველამ პასუხი აგოს მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე.
მიხეილ მარგველიანი. ლანჩხუთი:
რა თქმა  უნდა   ,,ქართულ ოცნებას’’.
ლელა ზენაიშვილი, ლანჩხუთი;
,,ევროპულ საქართველოს’’, რადგან ეს პარტია არ მოტყუებს. მისი  პროგრამის ყველა პუნქტის შეუსრულებლობაზე პასუხს აგებს.
ავტორი: რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 982
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა